ისტორიული შედეგი | ემილ ისმაილოვი ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ჩემპიონია
Aa
Aa

ისტორიული შედეგი | ემილ ისმაილოვი ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ჩემპიონია

სენეგალის დედაქალაქ დაკარში ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები მიმდინარეობს. ქართველმა მოკრივემ, ემილ ისმაილოვმა დიდ წარმატებას მიაღწია და 55 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ჩემპიონი გახდა.

ფინალში ქართველი მოკრივე ავსტრალიელ მარლი დოდს დაუპირისპირდა. პირველი რაუნდი მსაჯებმა დოდს მიაკუთვნეს — ხუთიდან სამმა რაუნდი მის სასარგებლოდ დააფიქსირა. მეორე რაუნდში ისმაილოვი შესანიშნავი იყო და ხუთივე მსაჯმა უპირატესობა მას მიანიჭა.

მესამე რაუნდში ავსტრალიელმა ვერაფერი შეცვალა და, საბოლოოდ, ისმაილოვმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო. მან ისტორიაც დაწერა და პირველი ქართველი მოკრივე გახდა, რომელმაც ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა.

ცნობისთვის, საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე ოთხი მედალია. ისმაილოვის გარდა, ლუკა მახარაძემ და ნურადინ მუსტაფაევმა ვერცხლის მედლები აიღეს, ხოლო დავით მძევაშვილი ბრინჯაოს დასჯერდა (პლაჟის ჭიდაობა).

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ვვარაუდობდი, რომ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო“ | სადულაევი მერაბზე
    „ვვარაუდობდი, რომ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო“ | სადულაევი მერაბზე