ლაშა გურული ბრუნდება | ქართველი მოკრივის მომდევნო მეტოქე ცნობილია
ლაშა გურული რინგზე ბრუნდება. ქართველი მოკრივე მომდევნო ორთაბრძოლას 26 სექტემბერს, ინგლისში, ბირმინგემში გამართავს და ადგილობრივი მეტოქე ეყოლება — გურული ჰიუი უილსონს დაუპირისპირდება.
უილსონი 26 წლის მოკრივეა და კარიერაში 13-ჯერ უჩხუბია. მის ანგარიშზე 11 მოგება და 2 წაგებაა. ინგლისელმა მოკრივემ 9-ჯერ მსაჯების გადაწყვეტილებით, 2-ჯერ კი ნოკაუტით იმარჯვა. უილსონს ორი წაგება ბილი პიკლზის (17 მოგება, 1 მარცხი) და ჰაშიმ რეჰმანის (8 მოგება, 1 მარცხი) წინააღმდეგ აქვს.
View this post on Instagram
ცნობისთვის, გურულს პროფესიონალურ დონეზე ოთხი ორთბრძოლა აქვს გამართული. სადებიუტო ჩხუბში მან ბერნარდ ების მოუგო, შემდეგ ჯეიმს ფრანსისი და ბენიტო სანჩეს გარსია დაამარცხა, ბოლო ორთაბრძოლა კი ლიამ დილონის წინააღმდეგ გამართა და მსაჯების გადაწყვეტილებით მოიგო.