ხიზანიშვილის ბრწყინვალე გამოსვლა - ქართველი ევროპის ჩემპიონი
Aa
Aa

ხიზანიშვილის ბრწყინვალე გამოსვლა - ქართველი ევროპის ჩემპიონი

მონტენეგროს ქალაქ ბუდვაში გამართული ევროპის 17-წლამდე ჩემპიონატი საქართველოს მოკრივეთა ასაკობრივმა ნაკრებმა ოთხი მედლით დაასრულა. საუკეთესო შედეგი ნიკოლოზ ხიზანიშვილმა აჩვენა, რომელიც ჩემპიონი გახდა, ხოლო მათე ვოლოშინმა (57 კგ), ანასტასია ჩოკორაიამ (60 კგ) და ლიზა ლობჟანიძემ (70 კგ) მესამე საპრიზო ადგილი დაიკავეს.

ხიზანიშვილმა, რომელიც 63 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, კონტინენტის პირველობაზე გამოსვლა მეთექვსმეტედფინალში სერბი სტრაჰინია ფილიჩის ძლევით დაიწყო, რასაც მერვედფინალში მალტელი ნეილ ფრაუს დამარცხება მოჰყვა. მეოთხედფინალში ნიკოლოზი ბერძენ დიმიტრიუს პავლუზე ძლიერი აღმოჩნდა, ნახევარფინალში უკრაინელ ბოგდან სმოლიაკს აჯობა, ხოლო ოქროს მედლისთვის შეხვედრაში რუს მაგომედ გაჯიევს მოუგო და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.

ცნობისათვის, ევროპის 17-წლამდე ჩემპიონატზე იმ ოთხი მოკრივის გარდა, რომელთაც წარმატებას მიაღწიეს, საქართველოს სახელით რინგზე კიდევ თექვსმეტი სპორტსმენი გავიდა, თუმცა სამწუხაროდ ისინი მედლის გარეშე დარჩნენ.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    პირველი მედალი და პირველივე ოქრო - მოკრივეების წარმატება სერბეთში
    პირველი მედალი და პირველივე ოქრო - მოკრივეების წარმატება სერბეთში