ქართველი ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს - დუნდუას ნდობა გამოუცხადეს
Aa
Aa

ქართველი ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს - დუნდუას ნდობა გამოუცხადეს

ნებისმიერ სპორტის სახეობაში, როდესაც საერთაშორისო ფედერაციაში შენი ქვეყნის წარმომადგენელი გყავს, ეს ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯია. არა იმიტომ რომ, იქ არჩეული პირი საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დროს სუბიექტურად იქცევა და სხვა ქვეყნებს საკუთარ სამშობლოსთან შედარებით არათანაბარ პირობებში აყენებს. არამედ იმის გამო, რომ საჭიროების შემთხვევაში ქართველი სპორტსმენები არბიტრებისგან არასოდეს დაიჩაგრებიან და ამ სფეროში ჩვენი ქვეყნის გავლენა მთელი პლანეტის მასშტაბით საგრძნობლად გაიზრდება.

ამ მხრივ, სასიხარულო ამბავი მოხდა პანამაში, სადაც საქართველოს კრივის ფედერაციის ყოფილი გენერალური მდივანი მარიამ დუნდუა მსოფლიო კრივის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საერთაშორისო ფედერაციის მმართველობით რგოლში ქართველი ფუნქციონერი იქნება წარმოდგენილი. დუნდუას ქართული კრივის განვითარებაში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს იგი საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივნის თანამდებობასაც იკავებდა და აქტიურად იყო ჩართული სპორტის საერთაშორისო მიმართულებით განვითარებაში.

ცნობისათვის, ამჟამად ქართველი მოკრივეები ევროპის 23-წლამდე მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატზე იმყოფებიან და მათი უმრავლესობა საკმაოდ წარმატებით ასპარეზობს და უმაღლესი სინჯის მედლისთვის ბრძოლას განაგრძობს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    სამი ბრძოლა მოიგო - ბერიძის ბრინჯაო პლანეტის პირველობაზე
    სამი ბრძოლა მოიგო - ბერიძის ბრინჯაო პლანეტის პირველობაზე