ევროპის ქართველი ჩემპიონი - ფინალში რუს მეტოქეს მოუგო
Aa
Aa

ევროპის ქართველი ჩემპიონი - ფინალში რუს მეტოქეს მოუგო

თურქეთის ქალაქ ტრაბზონში გამართული 15-წლამდე მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა. ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდი კონტინენტის პირველობაზე 19 მოკრივით იყო წარმოდგენილი და შეჯიბრება ექვსი მედლით დაასრულა, საიდანაც ერთი უმაღლესი სინჯის, სამი ვერცხლის და 2 ბრინჯაოსი გახლდათ.

საუკეთესო შედეგი ელენე დვალმა აჩვენა, რომელიც 63 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. დვალი ევროპის ჩემპიონატზე მეოთხედფინალური ეტაპიდან ჩაერთო და ბულგარელ ლეტიცია მილევას აჯობა, რასაც ნახევარფინალში პოლონელი ჰანა იუშკევიჩის დამარცხება მოჰყვა, ხოლო ფინალში ელენემ რუს დარია ნიკიტინას მოუგო და თურქეთში საქართველოს ეროვნული ჰიმნი ააჟღერა.

ცნობისათვის, ევროპის ჩემპიონობამდე ერთი ნაბიჯი დააკლდათ ზაქარია წიკლაურს (66 კგ), ნიკოლოზ ხოფერიას (44 კგ) და ნინი ჭითანავას (44 კგ), რომლებიც ფინალში დამარცხდნენ, ხოლო ნიკოლოზ ჯანჯღავამ (80 კგ) და ალექსი სულხანიშვილმა (40 კგ) საპრიზო მესამე ადგილი დაიკავეს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    მეხუთე ბრძოლა მოიგო - ლაშა გურულმა ბირმინგემში ვილსონი დაამარცხა
    მეხუთე ბრძოლა მოიგო - ლაშა გურულმა ბირმინგემში ვილსონი დაამარცხა