ფლოიდ მეივეზერი
Aa
Aa

ნდობა ძვირად დაუჯდა - მეივეზერმა ნახევარი მილიარდი დოლარი დაკარგა

ლეგენდარულმა ამერიკელმა მოკრივემ, ფლოიდ მეივეზერმა განაცხადა, რომ ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი დაკარგა მას შემდეგ, რაც იმ ორი ადამიანის ფინანსური მაქინაციების მსხვერპლი გახდა, რომლებსაც ახლო მეგობრებად თვლიდა.

„ერთმა ადამიანმა, რომელიც ჩემთვის მამასავით იყო, 350 მილიონი დოლარი მომპარა. ის საქმეებში მეხმარებოდა და მეგონა, რომ ჩემი მეგობარი იყო. რამდენიმე წლის შემდეგ საბუთების შესწავლა დავიწყეთ და აღმოვაჩინეთ, რომ 350 მილიონი დოლარი მომპარეს.

ყველაფერი შემდეგნაირად მოხდა. მე გავაფორმე კონტრაქტი Showtime-თან. ამ შეთანხმებით დამატებითი გადასახადები უნდა შესულიყო Mayweather Promotions-ში, უშუალოდ ფლოიდ მეივეზერთან, მაგრამ ამის ნაცვლად ფული სხვის ანგარიშზე გადარიცხეს.

რაც შეეხება 200 მილიონს, ჩემ გვერდით იყო ადამიანი, რომელიც თავს ჩემს მეგობრად ასაღებდა და ფინანსური საქმეების მოწესრიგებაში მეხმარებოდა. მან 200 მილიონი დოლარი მოიპარა. დიახ, ეს სრულიად სხვა ადამიანია“,

- განაცხადა მეივეზერმა PBD-ის პოდკასტთან ინტერვიუში.

მოსალოდნელია, რომ მაიკ ტაისონთან საჩვენებელი ბრძოლისთვის, რომელიც მიმდინარე წლის დეკემბერშია დაგეგმილი, ფლოიდ მეივეზერი 10-დან 20 მილიონ დოლარამდე გამოიმუშავებს, ხოლო მომავალ წელს მენი პაკიაოსთან პოტენციური რევანშისთვის ის მოითხოვს გარანტირებულ ჰონორარს არანაკლებ 110 მილიონი დოლარის ოდენობით.

გარდა ამისა, მეივეზერმა ზეპირი თანხმობა განაცხადა WBC-ის ვერსიით ნახევრადსაშუალო წონაში მსოფლიო ჩემპიონთან, რაიან გარსიასთან ბრძოლის ჩატარებაზე, რის შესახებაც ორივე მოკრივემ დღეს სოციალურ ქსელებში განაცხადა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები