ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

კვალიფიკაციის ფინალი მოიგო | ბასილაშვილი ალმათის ღია პირველობის ძირითად ბადეშია

ყაზახეთში, ალმათის ღია პირველობის კვალიფიკაციის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი (124) ავსტრალიელ ადამ უოლტონს (98) დაუპირისპირდა. მატჩი 1 საათსა და 34 წუთს გაგრძელდა და ბასილაშვილის გამარჯვებით, ანგარიშით 6:4, 7:6 დასრულდა.

ბასილაშვილმა შეხვედრა დაჯერებულად დაიწყო, მეტოქის მოწოდებაზე უპირატესობა მოიპოვა და სეტი გამარჯვებამდე მიიყვანა: 6:4 (ხანგრძლივობა: 36 წუთი).

მეორე სეტი საკმაოდ დაძაბული და თანაბარი გამოდგა. საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც ბასილაშვილმა უკეთესად ითამაშა და სეტი 7:6 (7:4) მოიგო (ხანგრძლივობა: 58 წუთი).

34 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა კვალიფიკაციის ნახევარფინალში იაპონელი ტარო დანიელი (177) ორ სეტში 6:2 7:5 დაამარცხა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    მარცხი ორ სეტში | ბოლქვაძემ ბიანკა ანდრეესკუსთან წააგო
    მარცხი ორ სეტში | ბოლქვაძემ ბიანკა ანდრეესკუსთან წააგო