TUI SOCCA-ს ჩემპიონთა ლიგა | Crystalbet-ის გუნდი პენალტების სერიაში დამარცხდა
Crystalbet-ის საფეხბურთო გუნდი საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე მიმდინარე Tui Socca-ს ჩემპიონთა ლიგის გათამაშების მეოთხედფინალში საქართველოს წარმომადგენელი ესპანურ „ეუსკადის'' შეხვდა. მე-8 წუთზე დავით კოხიას გოლით დავწინაურდით, მე-20 წუთზე იკერ მერინო მაჩომ ანგარიში გაათანაბრა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. სამწუხაროდ, პენალტების სერიაში ესპანურმა გუნდმა გაიმარჯვა.
მატჩის გოლები
პენალტების სერია
ცნობისთვის, Crystalbet-ის გუნდმა ჯგუფური ეტაპი 6 ქულით დაასრულა, 8 გოლი გაიტანა და მხოლოდ 3 გაუშვა, 1/16 ფინალში ირლანდიურ „ოლიმპიას“ პენალტების სერიაში სძლია (4:4, 4:3). ანალოგიურად, პოლონურ Q-ICE-ს პენალტების სერიაში მოუგო.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს