TUI SOCCA-ს ჩემპიონთა ლიგა | Crystalbet-ის გუნდი უკვე მეოთხედფინალშია
Aa
Aa

TUI SOCCA-ს ჩემპიონთა ლიგა | Crystalbet-ის გუნდი უკვე მეოთხედფინალშია

Crystalbet-ის საფეხბურთო გუნდი საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე მიმდინარე Tui Socca-ს ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში წარმატებულ გამოსვლას განაგრძობს. ტურნირის 1/8-ფინალში საქართველოს წარმომადგენელი პოლონურ Q-ICE-ს შეხვდა.

ანგარიში 28-ე წუთზე პოლონელებმა გახსნეს, თუმცა მალევე ზურა მაკარაძემ ანგარიში გაათანაბრა, გამარჯვებულის გამოსავლენად კი პენალტების სერია გახდა საჭირო, რომელშიც ირაკლი მესხიამ და დავით მაკარაძემ Crystalbet-ს შემდეგი ეტაპის საგზური მოუტანეს.

მატჩის გოლები

თამაშის შემდგომ დარტყმების სერია

მეოთხედფინალში Crystalbet-ის გუნდის მეტოქე ესპანური „ეუსკადი“ იქნება, რომელსაც ჩვენმა გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე 4:0 მოუგო.

ცნობისთვის, Crystalbet-ის გუნდმა ჯგუფური ეტაპი 6 ქულით დაასრულა, 8 გოლი გაიტანა და მხოლოდ 3 გაუშვა, ხოლო 1/16 ფინალში ირლანდიურ „ოლიმპიას“ პენალტების სერიაში სძლია (4:4, 4:3).

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ენრიკემ ხვიჩა სასტარტოში დააბრუნა | პსჟ-მ სტრასბურგთან თამაში შემოატრიალა
    ენრიკემ ხვიჩა სასტარტოში დააბრუნა | პსჟ-მ სტრასბურგთან თამაში შემოატრიალა