ჰეთ-თრიკი და რეკორდი - მილანში 19 წლის ალფაჯო სისემ გაიბრწყინა
ევროპა ლიგის პირველ ტურში „მილანმა“ სტუმრად „ზალცბურგი“ გაანადგურა - 4:0. მატჩის აღმოჩნეა ალფაჯო სისე გახდა, რომელმაც თავი ჰეთ-თრიკით გამოიჩინა.
სისე 19 წლისა და 358 დღის ასაკში გახდა ყველაზე ახალგაზრდა იტალიელი ფეხბურთელი, რომელმაც ევროპულ საკლუბო ტურნირზე ჰეთ-თრიკი შეასრულა.
წინა რეკორდსმენი ნიკოლო ძანიოლო გახლდათ, რომელმაც 22 წლის ასაკში „რომას“ მაისურით კონფერენს ლიგაზე „ბუდე/გლიმტს“ გაუტანა 3 გოლი.
ალფაჯო სისე „ვერონას“ აკადემიის აღზრდილია და მათ პირველ გუნდში 3 მატჩი აქვს ჩატარებული. მიმდინარე წლის თებერვალში ის „მილანმა“ შეიძინა და სეზონის ბოლომდე იჯარით სერია ბ-ში მოასპარეზე „კატანძაროში“ გაუშვა, სადაც მანამდე სისე „ვერონას“ ჰყავდა განათხოვრებული.
„მილანში“ ოფიციალური დებიუტი სისეს სერია ა-ს პირველ ტურში ჰქონდა, რომელშიც ახალგაზრდა იტალიელმა „ტორინოს“ გაუტანა. სულ კი მის ანგარიშზე ყველა ტურნირზე ჩატარებულ 7 შეხვედრაში 5 გოლია.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს