„სახეს დავულეწავ“ - მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანზე
UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა WFAN Sports Radio-სთან ინტერვიუში პიოტრ იანთან სატიტულო ბრძოლისთვის მზადებაზე ისაუბრა.
„მძიმე სამუშაო უკვე შესრულებულია, მალე აბუ-დაბიში ჩავალ და წონის კლებას იქ გავაგრძელებ. მოუთმენლად ველოდები ბრძოლის დღეს.
სამჯერ აქამდე არავისთან მიჩხუბია და ის ფაქტი, რომ იანთან ახლა ანგარიში 1:1 გვაქვს, მესამე ბრძოლას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. მეგონა, რომ მეორედაც მოვუგებდი, მაგრამ დავმარცხდი. მჯერა, რომ კარგად წარმოვაჩენ თავს. ვნახოთ, ვინ არის ნამდვილი ჩემპიონი.
ვფიქრობ, რომ მეორე ჩხუბის წინ ძალიან ბევრს ვვარჯიშობდი, ჩხუბის დღესაც კი ორი ხუთრაუნდიანი სპარინგი მქონდა. ამჯერად ამისგან თავს შევიკავებ, უბრალოდ გავხურდები, საჩხუბრად გავალ და სახეს დავულეწავ.
იმედია, რომ იანი საუკეთესო ფორმაში იქნება, თუმცა მისგან განსაკუთრებულს არაფერს ველოდები: იქნება დარტყმები კორპუსში, კრივი, თეიქდაუნის მცდელობები...
ჩხუბის საოცნებო ლოკაცია? ჯერ ჩემს ქვეყანაში, საქართველოში მინდა ღონისძიების ჩატარება. ასევე, ნიუ-იორკში, „მედისონ სქვერ გარდენში“ არასოდეს მიჩხუბია და იმედია, ოდესმე ამას შევძლებ“.
- დაიბრუნე ქამარი და ამავე წელს 15 ნოემბრის ღონისძიებაზე იჩხუბე...
„რატომაც არა, დაურეკეთ სონგ იადონგს და უთხარით, მოემზადოს ნოემბრისთვის“.
შეგახსენებთ, რომ იანი-დვალიშვილის მესამე ჩხუბი 24 ნოემბერს აბუ-დაბიში გაიმართება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს