მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი, ჰენრი სეხუდო
Aa
Aa

„მერაბი გაიმარჯვებს, ის უკეთესი მებრძოლი გახდა“ | სეხუდომ იანი VS დვალიშვილზე ისაუბრა

UFC-ის ორი წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი, ჰენრი სეხუდო, მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის ტრილოგიას MMA Junkie-ისთან გამოეხმაურა. „ტრიპელ სი“ თვლის, რომ „მანქანა“ გაიმარჯვებს და, თუ მისი პროგნოზი გამართლდა, მერაბი სუპერ მსუბუქი წონის ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი გახდება.

„თუ მერაბმა მოიგო, შეგვიძლია, მას დეკადის საუკეთესო სუპერმსუბუქწონოსანი მებრძოლი ვუწოდოთ. პიოტრს საჩემპიონო ქამარი არ დაუცვია და მისი პირველ ადგილზე დაყენება რთულია. იანს ალჯამეინ სტერლინგიც უსწრებს, მაგრამ თუ მერაბმა გაიმარჯვა, GOAT (ყველა დროის საუკეთესო) გახდება. მან ყველას მოუგო — იანიდან დაწყებული, ვინც გინდათ იმით დამთავრებული.

ჩემი აზრით, მერაბი იანს მოკლავს. ვფიქრობ, RAF-ზე ჩემთან გამართული შეხვედრები და მათთვის მომზადება, რომლის დროსაც დვალიშვილი მხოლოდ ჭიდაობაზე ვარჯიშობდა, მას ძალიან დაეხმარა და უკეთეს მებრძოლად აქცია. მერაბს ვუთხარი კიდევაც, რომ ჭიდაობაში ასეთი ვარჯიშის შემდეგ ოქტაგონშიც იგივე უნდა გააკეთოს“.

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილისა და იანის საჩემპიონო ორთაბრძოლა 24 ოქტომბერს, აბუ-დაბიში გაიმართება. UFC 333-ის მთავარი მოვლენა ალექსანდრ ვოლკანოვსკისა და მოვსარ ევლოევის ჩხუბია, მერაბი და პიოტრი კი თანამთავარ მოვლენაში მიიღებენ მონაწილეობას.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ეგოიანი: კვარა გუნდში ჩვენი მეგზურია, ნამდვილი კაპიტანია
    ეგოიანი: კვარა გუნდში ჩვენი მეგზურია, ნამდვილი კაპიტანია