ხვიჩა კვარაცხელია, ლუის ენრიკე
Aa
Aa

ენრიკემ ხვიჩა სასტარტოში დააბრუნა | პსჟ-მ სტრასბურგთან თამაში შემოატრიალა

ლიგა 1-ის მე-7 ტურში, „სტრასბურგთან’’ გასვლით მატჩში, პარიზული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში დააბრუნა. „სტრასბურგი'' 1:0-ს იგებდა, თუმცა მეორე ტაიმში სტუმრებმა თამაში შემოატრიალეს - 1:3. პსჟ-მ შვი მატჩში 14 ქულა დააგროვა, მეორე ადგილზეა, თუმცა პირველადგილოსან „მონაკოს'' აქტივშიც ამდენივე ქულაა, პსჟ-სთან შედარებით ერთით ნაკლები მატჩი ჩაატარა.

მე-17 წუთზე ამერიკელმა ჯოვანი რეინამ „სტრასბურგი'' დააწინაურა - 1:0. მასპინძელთა კონტრშეტევა მას შემდეგ განვითარდა, როცა ხვიჩამ ცუდი პასით ბურთი დაკარგა.

სამწუხაროდ, ქართველმა ფეხბურთელმა ცუდად ითამაშა, შეტევაში თითქმის არაფერი შეუქმნია. მხოლოდ ერთი ეპიზოდის გამორჩევა შეიძლება, 36-ე წუთზე ხვიჩას პასის შემდეგ დრო ფერნანდესმა ტექნიკურად იმოქმედა, თუმცა დარტყმა სუსტი იყო, ბურთი პირდაპირ მეკარისკენ წავიდა და ხელებში დაიჭირა.

 

63-ე წუთზე ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელია მოედნიდან გაიყვანა, თამაშში უსმან დემბელე ჩართო, ფრანგმა პენალტი ვერ გამოიყენა, „სტრასბურგის'' მეკარემ, ფილიპ იორგენსენმა ბურთი მოიგერია.

77-ე წუთზე დემბელეს საგოლე პასით ზაბარნიმ ანგარიში გაათანაბრა, 85-ე წუთზე დემბელემ პარიზული გუნდი წინ გაიყვანა. მესამე დამატებულ წუთზე დეზირე დუემ მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:3.

მატჩის მიმოხილვა

ამ მატჩამდე ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ ექვსივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მწვრთნელი მას როტაციით იყენებს — პირველი ტურიდან მოყოლებული მისი სათამაშო დრო ასე გადანაწილდა: პირველი ტური: 45 წუთი, მეორე ტური: 45 წუთი, მესამე ტური: 68 წუთი, მეოთხე ტური: 66 წუთი, მეხუთე ტური: 59 წუთი, მეექვსე ტური: 31 წუთი

ექვს მატჩში ხვიჩას აქტივში ორი საგოლე მოქმედებაა, მე-3 ტურში „მონაკოსთან“ საგოლე გადაცემა მიითვალა, მე-6 ტურში „ლე მანთან“ ცვლილებაზე შევიდა და გოლი გაიტანა.

რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, ლიგის ფაზის 2 მატჩიდან ორივეში სკამზე იჯდა, „სლოვანთან'' არ უთამაშია, „მან. სიტისთან'' ცვლილებაზე გამოვიდა (24 წუთი ითამაშა).

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    იბერიას მწარე რეალობა | ტალანტი: გიორგი ღუნაშვილი | კონტრ-შეტევა
    იბერიას მწარე რეალობა | ტალანტი: გიორგი ღუნაშვილი | კონტრ-შეტევა