გიორგი კვერნაძე
Aa
Aa

კვერნაძემ გაიტანა, მაგრამ თამაშგარე დაფიქსირდა | ფროზინონემ სასუოლოს 4:2 მოუგო

იტალიის სერია A-ს მეშვიდე ტურში გიორგი კვერნაძის „ფროზინონე“ საკუთარ კედლებში „სასუოლოს“ დაუპირისპირდა. „ნაპოლისთან“ წაგების შემდეგ მასიმილიანო ალვინის გუნდი წარმატებულ გზას დაუბრუნდა და 4:2 გაიმარჯვა.

„ფროზინონემ“ ანგარიში მეცხრე წუთზე გახსნა — ჯაკომო გალომ მცველების შეცდომით ისარგებლა. მე-15 წუთზე დომენიკო ბერარდიმ წონასწორობა აღადგინა. 26-ე წუთზე „სასუოლოს“ ფეხბურთელები კიდევ ერთხელ შეცდნენ და ანტონიო რაიმონდომ გაიტანა, 4 წუთში კი მან დუბლი მიითვალა. 37-ე წუთზე „სასუოლო“ თამაშში კრისტიან ტორსტვედტის გოლით დაბრუნდა, თუმცა მეორე ტაიმში რაიმონდომ ჰეთ-თრიქი შეასრულა და „ფროზინონეს“ სამი ქულა მოუტანა.

კვერნაძემ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და კარგი თამაში ჩაატარა. შეხვედრის მე-17 წუთზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, ქართველმა გარემარბმა „ფროზინონე“ წინ გაიყვანა, თუმცა თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა და მისი გოლი გაუქმდა. პირველ ტაიმში გიორგის კიდევ ორი მცდელობა ჰქონდა — ერთხელ მეკარემ აჯობა, მეორედ მცველებმა დაუბლოკეს.

55-ე წუთზე 23 წლის გარემარბის დარტყმულის შედეგად კუთხური დაინიშნა. კუთხურის შემდეგ ბურთი კვერნაძეს მიუვიდა, გიორგიმ კარგი პასი გააკეთა და ფარეს გეჯემისმა კარში დაარტყა, თუმცა მეკარემ აუღო, დამატებაზე კი პირველი რაიმონდო იყო და გაიტანა.

კვერნაძემ მეტოქის კარისკენ 4-ჯერ დაარტყა (1 ზუსტი, 2 დაბლოკილი, 1 არაზუსტი). მის ანგარიშზე ორი საკვანძო პასია და გიორგიმ 1 სახიფათო მომენტი შექმნა. ქართველმა გარემარბმა 4-დან 2 ორთაბრძოლა მოიგო და Sofascore-მა მისი თამაში 7.1 ქულით შეაფასა.

ცნობისთვის, „ფროზინონეს“ 13 ქულა დაუგროვდა და სერია A-ს სატურნირო ცხრილის მეხუთე ადგილზეა. კვერნაძის გუნდი „ინტერს“ 3 ქულით ჩამორჩება და მომდევნო შეხვედრა 25 ოქტომბერს, „ატალანტასთან“ ელოდება.

გიორგი კვერნაძის მომენტები

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    როტაცია, სტრასბურგთან მატჩი და ლიგა 1-ის დონე | ლუის ენრიკეს პრესკონფერენცია
    როტაცია, სტრასბურგთან მატჩი და ლიგა 1-ის დონე | ლუის ენრიკეს პრესკონფერენცია