მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი, ხავიერ მენდესი
Aa
Aa

„ფავორიტი პიოტრ იანია“ | ხავიერ მენდესი დვალიშვილის მოახლოებულ ტრილოგიაზე

MMA-ის ლეგენდარულმა მწვრთნელმა, ხავიერ მენდესმა, მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის ტრილოგიაზე ისაუბრა. მენდესმა ფავორიტი დაასახელა და თვლის, რომ იანს გამარჯვების უკეთესი შანსი აქვს.

„ვფიქრობ, პიოტრისა და მერაბის ჩხუბში ფავორიტი იანია, მაგრამ არც ერთი მათგანის წაგება მინდა. ყველაფერს უფალი გადაწყვეტს და მინდა, ორივე მათგანს წარმატება ვუსურვო. რაც შეეხება უმარ ნურმაგომედოვს, თუ მერაბი დამარცხდა, ეს ორგანიზაციისთვის კარგი იქნება, რადგან მისი და უმარის რევანშის დანიშვნა შეეძლებათ“.

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილისა და იანის მესამე ორთაბრძოლა UFC 333-ზე გაიმართება, რომელსაც აბუ-დაბი უმასპინძლებს. მერაბისა და პიოტრის ჩხუბი ღონისძიების თანამთავარი მოვლენაა. მთავარ მოვლენაში ერთმანეთს ალექსანდრ ვოლკანოვსკი და მოვსარ ევლოევი დაუპირისპირდებიან.

რაც შეეხება უმარ ნურმაგომედოვს, ბოლო ბრძოლაში ის სონგ იადონგთან დამარცხდა და საჩემპიონო ქამრის პრეტენდენტებს შორის არ მოიაზრებენ. სავარაუდოდ, იანისა და დვალიშვილის გამარჯვებული შონ ომალის ან სონგ იადონგს შეხვდება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    სუპერკომპიუტერის პროგნოზი | იბერია 1999-ის შანსები პირველი ტურის შემდეგ
    სუპერკომპიუტერის პროგნოზი | იბერია 1999-ის შანსები პირველი ტურის შემდეგ