ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

ზურიკო დაბრუნდა | სენტ-ეტიენმა კონკურენტს მოუგო და გალიდერდა

საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-9 ტურში ლიდერების, „რედ სტარისა'' და „სენტ-ეტიენის'' დაპირისპირება შედგა. „სენტ-ეტიენმა'' ირვინ კარდონას გოლით გაიმარჯვა (0:1), 9 მატჩის შემდეგ 22 ქულა დააგროვა და ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს, მეორე პოზიციაზე „რეიმსი'' და „რედ სტარი'' 17-17 ქულით არიან.

ზურიკო დავითაშვილი სათადარიგოთა სკამზე იჯდა, მთავარმა მწვრთნელმა იან კათრომ თამაშში 52-ე წუთზე ჩართო, როცა ანგარიში 0:1 იყო.

ზურიკო დავითაშვილმა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 8 მატჩი ჩაატარა (430 წუთი), 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა. 8-დან ოთხ შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, ხოლო სასტარტოში შეუცვლელად 8-დან მხოლოდ ორ მატჩში ითამაშა.

ამ სეზონში ზურიკომ მხოლოდ ერთი მატჩი გამოტოვა, „რედ სტართან'' მატჩამდე „სენტ-ეტიენმა'' შინ „როდეზს'' 2:0 მოუგო, ქართველს ავადმყოფობის გამო არ უთამაშია.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ენრიკემ ხვიჩა სასტარტოში დააბრუნა | პსჟ-მ სტრასბურგთან თამაში შემოატრიალა
    ენრიკემ ხვიჩა სასტარტოში დააბრუნა | პსჟ-მ სტრასბურგთან თამაში შემოატრიალა