იური ტაბატაძე, გიორგი გოჩოლეიშვილი, კადისი
Aa
Aa

როდის დაბრუნდებიან გოჩოლეიშვილი და ტაბატაძე - კადისის მწვრთნელის კომენტარი

ხვალ გიორგი გოჩოლეიშვილისა და იური ტაბატაძის „კადისი“ ლა ლიგა 2-ის მორიგ ტურში „გრანადას“ ესტუმრება.

ორივე ქართველი ამჟამად ტრავმირებულია და მატჩისწინა პრესკონფერენციაზე „კადისის“ მწვრთნელს, ალბერტ სელადესს სწორედ მათი მოედანზე დაბრუნების ვადების შესახებ ჰკითხეს.

„ტრავმირებულებს რაც შეეხება, წინა ტურთან შედარებით არაფერი შეცვლილა. გონსალო პეტი კვლავ ვერ გვეხმარება. ტაბატაძე ვერც სათასო მატჩზე დაგვეხმარება [კადისი 28 ოქტომბერს ხერესს ესტუმრება].

რაც შეეხება გოჩოლეიშვილს, მისი მდგომარეობას უნდა დავაკვირდეთ. თუ ყველაფერი კარგად წავა, მომდევნო კვირაში ის მოედანზე ვარჯიშს დაუბრუნდება, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერ არ გვაქვს“.

ცნობისთვის, გასულ სეზონში ტაბატაძემ ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა და მას შემდეგ რეაბილიტაციის პროცესს გადის, ხოლო გოჩოლეიშვილმა 6 სექტემბერს კოჭის ტრავმა მიიღო.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    აბუაშვილის გოლი და კარგი მატჩი - მეცმა სოშო დაამარცხა
    აბუაშვილის გოლი და კარგი მატჩი - მეცმა სოშო დაამარცხა