დუბლი და საგოლე პასი - ყაზაიშვილმა ჩინეთში გაიბრწყინა
ჩინეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში ვაკო ყაზაიშვილის „შანდონ ტაიშანმა“ „ჭეძიანგი“ 5:0 გაანადგურა, ქართველმა ლეგიონერმა კი დუბლითა და საგოლე პასით გამოიჩინა თავი.
ანგარიში მე-20 წუთზე გილიერმე მადრუგამ გახსნა, მე-40 წუთზე ვაკომ ქსი ვენენს გაატანინა, ტაიმის მიწურულს კი „შანდონის“ მესამე გოლი გაიტანა. 79-ე წუთზე ყაზაიშვილმა დუბლი გაიფორმა, 90+2 წუთზე კი კრიზანმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ყაზაიშვილს ჩინეთის სუპერლიგის 28 ტურის შემდეგ 18 საგოლე მოქმედება დაუგროვდა - 8 გოლი და 10 საგოლე პასი.
რაც შეეხება „შანდონ ტაიშანს“, ისინი 41 ქულით „გუოანთან“ სატურნირო ცხრილის მესამე-მეოთხე პოზიციებს იყოფენ. ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ყაზაიშვილის გუნდის უმთავრესი ამოცანა მეორე ადგილის დაკავებაა, ვინაიდან ლიდერ „ჩენგდუსთან“ ჩამორჩენა 11 ქულას შეადგენს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს