გიორბელიძის საგოლე პასი - ერზურუმსპორმა ეიუფსპორს მოუგო
თურქეთის სუპერლიგის მერვე ტურში „ერზურუმსპორი“, რომლის ღირსებასაც ქართველი განაპირა მცველი გურამ გიორბელიძე იცავს, საკუთარ კედლებში „ეიუფსპორს“ დაუპირისპირდა და 2:0 გაიმარჯვა.
გიორბელიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და საგოლე პასიც მიითვალა. მისი გადაცემის შემდეგ მიგელ კარდოსომ ანგარიში გახსნა.
ეს ქართველი ფეხბურთელისთვის მიმდინარე სეზონში მეორე ასისტია - მანამდე გიორბელიძემ მე-4 ტურში, „ქონიასპორთანაც“ მიითვალა საგოლე პასი.
Sofascore-მა გიორბელიძის თამაში 7,6 ქულით შეაფასა, მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: 53 შეხება ბურთთან, 1 შექმნილი საგოლე მომენტი, 1 საკვანძო პასი, 33-დან 29 ზუსტი პასი (88%), 2-დან 2 ზუსტი გრძელი პასი, 1 ჩაჭრა, 4 დაბრუნებული ბურთი, 6-დან 1 მოგებული ორთაბრძოლა და 3-დან ერთი მოგებული საჰაერო ორთაბრძოლა.
8 მატჩის შემდეგ „ერზურუმსპორი“ 11 ქულით სატურნირო ცხრილის მე-9 პოზიციაზეა და მომდევნო ტურში 24 ოქტომბერს „გაზიანთეფს“ ესტუმრება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს