დრამატული ბრძოლა და გმირული გამარჯვება - Crystalbet-ის გუნდი მერვედფინალშია
Aa
Aa

დრამატული ბრძოლა და გმირული გამარჯვება - Crystalbet-ის გუნდი მერვედფინალშია

Crystalbet-ის საფეხბურთო გუნდი საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე მიმდინარე Tui Socca-ს ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში წარმატებულ გამოსვლას განაგრძობს. ტურნირის 1/16-ფინალში საქართველოს წარმომადგენელი ირლანდიის „ოლიმპიას“ შეხვდა. მატჩისთვის განკუთვნილი ძირითადი დრო ფრედ 4:4 დასრულდა, ხოლო თამაშის შემდგომ დარტყმების სერიაში უფრო ზუსტი Crystalbet-ის გუნდი აღმოჩნდა და 4:3 გაიმარჯვა.

უნდა აღინიშნოს, რომ ირლანდიელები თითქმის მთელი შეხვედრის მანძილზე იგებდნენ, ერთი პირობა სამბურთიანი უპირატესობითაც დაწინაურდნენ, თუმცა Crystalbet-ის ფეხბურთელებმა საოცარი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს და ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს. ქართველების მხრიდან თითო ბურთი ჯემალ ჯალიაშვილმა და დავით მაკარაძემ გაიტანეს, დუბლი კი ნიკოლოზ ქარცივაძის ანგარიშზეა. განსაკუთრებით აღსანიშნავი იყოს მიერ მიერ გატანილი მეორე გოლი, რომლითაც წონასწორობა მსაჯის საფინალო სასტვენამდე რამდენიმე წამით ადრე აღადგინა.

ისევე როგორც მთლიანად მატჩი, თამაშის შემდგომი დარტყმების სერიაც დრამატულად წარიმართა. ერთ ეპიზოდში ირლანდიელი ფეხბურთელის დარტყმას თითქოს ხაზი არ გადაუკვეთავს, რის გამოც Crystalbet-ის წევრებმა გამარჯვების ზეიმი დაიწყეს, თუმცა არბიტრმა გოლი დააფიქსირა, რასაც დიდი კამათი მოჰყვა.

საბოლოოდ, სამართლიანობამ მაინც იზეიმა, ვანო კურდღელაშვილმა გადამწყვეტი დარტყმა ზუსტად შეასრულა, ხოლო ჩვენი გუნდის მეკარემ ირაკლი მესხიამ ბრწყინვალედ იასპარეზა და მოწინააღმდეგეს გატანის საშუალება არ მისცა, რითაც Crystalbet-ის გუნდს მერვედფინალის საგზური მოუტანა, სადაც ჩვენი მეტოქის ვინაობა მოგვიანებით გაირკვევა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები