TUI SOCCA-ს ჩემპიონთა ლიგა | Crystalbet-ის გუნდი პლეიოფშია და მეტოქის ვინაობაც გაიგო
Aa
Aa

TUI SOCCA-ს ჩემპიონთა ლიგა | Crystalbet-ის გუნდი პლეიოფშია და მეტოქის ვინაობაც გაიგო

Crystalbet-ის გუნდმა TUI SOCCA-ს ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფური ეტაპი დაძლია. გადამწყვეტ შეხვედრაში Crystalbet-ის გუნდი პოლონურ „სიპიენ იუნაიტედს“ დაუპირისპირდა, 3:1 დაამარცხა და პლეიოფში თამაშის უფლება მოიპოვა.

შეხვედრაში ანგარიში მალევე გაიხსნა და Crystalbet-ის გუნდი მეექვსე წუთზე ნიკა ქარცივაძის გოლით დაწინაურდა. მეცხრე წუთზე დავით მაკარიძემ გუნდს ორბურთიანი უპირატესობა მოუპოვა, მე-12 წუთზე კი ჯეჯო ჯალიაშვილმა თამაშის ბედი პრაქტიკულად გადაწყვიტა.

Crystalbet-ის გუნდმა ჯგუფური ეტაპი 6 ქულით დაასრულა, 8 გოლი გაიტანა და მხოლოდ 3 გაუშვა. პირველ ადგილზე გერმანული „ტიკი ტაკერი“ გავიდა, რომელმაც 7 ქულა დააგროვა.

ცნობისთვის, პლეიოფში Crystalbet-ის გუნდის მეტოქე ირლანდიური „ოლიმპია“ გახლავთ. „ოლიმპიამ“ ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა — 4 ქულა დააგროვა, 5 გოლი გაიტანა და 3 გაუშვა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „წნეხს ვგრძნობ, მაგრამ ამჯერად ყველაფერი სხვანაირად იქნება“ | მერაბმა იანთან ჩხუბზე ისაუბრა
    „წნეხს ვგრძნობ, მაგრამ ამჯერად ყველაფერი სხვანაირად იქნება“ | მერაბმა იანთან ჩხუბზე ისაუბრა