ვინისიუს ჟუნიორი
Aa
Aa

ვინისიუსის დისკვალიფიკაცია ძალაში დარჩა | რეალი ბოლომდე იბრძოლებს

მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელმა, ვინისიუს ჟუნიორმა, „ვილიარეალთან“ მატჩში წითელი ბარათი მიიღო. ბრაზილიელმა შემტევმა ნათან სალიბას თმაზე მოქაჩა და მოედნიდან გააძევეს, შემდეგ კი 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს.

Marca-ს ინფორმაციით, „სამეფო კლუბმა“ ვინისიუსისთვის სადისციპლინო კომიტეტის მიერ გამოტანილი სასჯელი გაასაჩივრა. „ბლანკოსმა“ ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციის სააპელაციო კომიტეტს მიმართა, მაგრამ უშედეგოდ — ვინისიუსის 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ძალაში დარჩა.

„რეალი“ დანებებას არ აპირებს და გადაწყვეტილებას ესპანეთის სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრებს, თუმცა Marca ირწმუნება, რომ მცირე შანსია, მადრიდელებმა მიზანს მიაღწიონ. შესაბამისად, ვინისიუსი „სევილიასთან“, „ბარსელონასთან“, „რასინგთან“ და „ვალენსიასთან“ ვერ ითამაშებს.

ცნობისთვის, ვინისიუსს ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია სალიბას თმის მოქაჩვის გამო მისცეს, რასაც მსაჯისთვის აგრესიულ სტილში მიმართვისა და მოქცევის გამო კიდევ ორი შეხვედრა დაემატა.

საინტერესოა, რომ „სამეფო კლუბმა“ სადისციპლინო კომიტეტს თავდაპირველი გადაწყვეტილების გამოცხადებამდეც მიმართა. მათ დისკვალიფიკაციის გაუქმება უნდოდათ და თვლიდნენ, რომ მსაჯის ოქმში შეცდომა იყო გაპარული, თუმცა კომიტეტმა „ბლანკოსის“ მოთხოვნა უარყო.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    სუპერკომპიუტერის პროგნოზი | იბერია 1999-ის შანსები პირველი ტურის შემდეგ
    სუპერკომპიუტერის პროგნოზი | იბერია 1999-ის შანსები პირველი ტურის შემდეგ