„კარვა ჰარვა ვინაა?“ | IShowSpeed-მა ხვიჩას გვარი ისე გამოთქვა, პალმერი გაოგნებული დარჩა
ცნობილმა სტრიმერმა და იუთუბერმა, IShowSpeed-მა, „ჩელსის“ ვარსკვლავი, კოულ პალმერი, ძალიან გააკვირვა. 21 წლის იუთუბერმა ჩამოთვალა ფეხბურთელები, რომელთა წინააღმდეგაც EA FC27-ში უთამაშია და ხვიჩა კვარაცხელიას გვარი ისე გამოთქვა, პალმერი ვერ მიხვდა, საუბარი ვისზე იყო.
„ბალდესთან ვითამაშე, ეკიტიკესთან ვითამაშე და კიდევ ვინ?! ოჰჰ, კარვა ჰარვა“, — თქვა IShowSpeed-მა. პალმერმა მას გაოგნებულმა ჰკითხა: „ეს ვინაა?“, ამაზე კი ცნობილმა სტრიმერმა უპასუხა: „საქართველო? პარი სენ-ჟერმენი? ნომერი შვიდი? მარცხენა ფლანგი?“
კოული მიხვდა, ვისზე იყო საუბარი და ყველაფერი IShowSpeed-ის აქცენტს დააბრალა: „ოჰ, გასაგებია. მის გვარს გიჟურად წარმოთქვამ. შენი აქცენტი გიჟური აქცენტია“.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ კვარაცხელიამ IShowSpeed-ი დაამარცხა და სანაძლეო მოუგო, რომლის მიხედვითაც, ცნობილი სტრიმერი საქართველოში უნდა ჩამოვიდეს. სავარაუდოდ, ეს ნოემბრის სანაკრებო ფანჯრისას მოხდება, როდესაც „ჯვაროსნები“ უნგრეთს დაუპირისპირდებიან.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს