U23 მსოფლიო ჩემპიონატი - კობა ქარუმიძე მსოფლიო ჩემპიონია
Aa
Aa

U23 მსოფლიო ჩემპიონატი - კობა ქარუმიძე მსოფლიო ჩემპიონია

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე კობა ქარუმიძე 23-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონია. ლას ვეგასში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქარუმიძემ (55 კგ) გადამწყვეტ შეხვედრაში ინდოელ მეტოქეს მოუგო.

მერვედფინალში ქარუმიძემ ალბანელ ანდი მუჩას 10-0 მოუგო, მეოთხედფინალში კი ყაზახ არსენ ჟუმას 6:1 სძლია.

ნახევარფინალში კობას მეტოქე ყირგიზი ბარსბეკ ასანკოჟოევი იყო - ეს ბრძოლა ქარუმიძემ 8-6 მოიგო და ფინალში გავიდა, სადაც ინდოელი ვიშვაიტ მორე ბოლო წამზე მოპოვებული ქულით (12-12) დაამარცხა.


ფოტო: uww.org

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „გეიჯი თუ წავა, ტიტულისთვის უნდა ვიჩხუბო“ - ოლივეირას გეგმები
    „გეიჯი თუ წავა, ტიტულისთვის უნდა ვიჩხუბო“ - ოლივეირას გეგმები