გენო პეტრიაშვილი
Aa
Aa

პეტრიაშვილმა ბასტიდა 6:0 დაამარცხა | ქართველის ზედიზედ მეორე გამარჯვება RAF-ზე

ვეტერანმა ქართველმა მოჭიდავემ, ოლიმპიურმა ჩემპიონმა გენო პეტრიაშვილი RAF-ში მეორე ორთაბრძოლა გამართა. მისი მეტოქე კუბელი იონგერ ბასტიდა იყო. პეტრიაშვილმა დამაჯერებლად, 6:0 გაიმარჯვა. შეხვედრა ჩიკაგოში, NOW Arena-ზე გაიმართა.

რაც შეეხება პეტრიაშვილის შემდეგ ბრძოლას, RAF-ის მძიმე წონის საჩემპიონო ქამრისთვის უაიატ ჰენდრიქსონს დაუპირისპირდება. ეს შეხვედრა ლონგ-აილენდზე, 19 დეკემბერს გაიმართება.

პეტრიაშვილმა RAF-ში ჩატარებულ ორ შეხვედრაში 16 ქულა მოიპოვა, მეტოქეებისთვის ერთი ქულაც არ დაუთმია.

ივლისში RAF-ის ღონისძიება თბილისში ჩატარდა, ქართველებიდან, საჭიდაო ხალიჩაზე პირველი გენო პეტრიაშვილი გამოვიდა, 2024 წლის პარიზის ოლიმპიური ჩემპიონი ამერიკელ ჯეიკ ვარნერს დაუპირისპირდა და 10:0 დაამარცხა. 32 წლის პეტრიაშვილისთვის ბასტიდასთან შეხვედრა RAF-ში რიგით მეორეა.

RAF მოჭიდავეებს მაღალი ფულადი ჰონორარების სანაცვლოდ, ერთჯერად, სარეიტინგო ორთაბრძოლებში მონაწილეობას სთავაზობს. Real American Freestyle თავისუფალი ჭიდაობის სტილია, ოღონდ ამერიკული ინტერპრეტაციით, რომელიც ბოლო დროს სოციალურ ქსელებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები