მარიო გომეში: “საქართველოში გამარჯვებისთვის მივდივართ“
Aa
Aa

მარიო გომეში: “საქართველოში გამარჯვებისთვის მივდივართ“

როგორც მოგეხსენებათ, პორტუგალიის ნაკრებმა უკრაინა დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის შანსს კვლავ ინარჩუნებს.

პორტუგალია ხვალ საქართველოს ნაკრებს ესტუმრება. მათმა მთავარმა მწვრთნელმა მოახლოებულ მატჩზე კომენტარი გააკეთა.

მარიო გომეში:

„ჩვენ მკაფიო მიზანი გვაქვს — მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა და ამის გაკეთება ისე, რომ სხვა გუნდების შედეგებზე დამოკიდებულები არ ვიყოთ. ამისთვის დარჩენილი ყველა შეხვედრა უნდა მოვიგოთ. სასიხარულოა, რომ სატურნირო ბრძოლას ჯერ არ ჩამოვშორებივართ. საქართველოში გამარჯვებისთვის მივდივართ, შემდეგ კი ყველაფერი მომავალი წლის თებერვალში გასამართ მატჩებზე იქნება დამოკიდებული.

ვიცით, რომ არავინ არაფერს დაგვითმობს და დარჩენილი შეხვედრებისთვის მზად უნდა ვიყოთ. მატოზინიუშის დარბაზში დიდი ხნის განმავლობაში ვერ ვიმარჯვებდით, ამიტომ კარგია, რომ ეს ბარიერი გადავლახეთ. ახლა მთავარი ისაა, რომ საკუთარ მომავალს თავად ვაკონტროლებთ.

საქართველოში მხოლოდ ერთი მიზნით მივდივართ — არა მხოლოდ გამარჯვება გვჭირდება, არამედ ურთიერთშეხვედრებში უპირატესობის მოპოვებაც, რათა ჯგუფის საუკეთესო სამეულში შევიდეთ. თბილისში სასურველი შედეგის დაფიქსირების შემთხვევაში, მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის რეალურ შანსს შევინარჩუნებთ და თებერვალში დაგეგმილი მატჩები დაგვრჩება სათამაშო“.

შეგახსენებთ, რომ ამ ნაკრებების წინა დაპირისპირება პორტუგალიაში გაიმართა და საქართველომ 98:90 მოიგო. მომავალი მატჩი 29 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 19:30-დან დაიწყება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    NBA: მამუკელაშვილის 13 წუთი, დონჩიჩს ნერვებმა უმტყუნა - ლეიკერსის მარცხი
    NBA: მამუკელაშვილის 13 წუთი, დონჩიჩს ნერვებმა უმტყუნა - ლეიკერსის მარცხი