იბერია 1999, ლევან კორღალიძე
Aa
Aa

სუპერკომპიუტერის პროგნოზი | იბერია 1999-ის შანსები 4 ტურის შემდეგ

კონფერენს ლიგის მეოთხე ტურში „იბერია 1999“-მა საკუთარ მოედანზე ესპანურ „ხეტაფეს“ 1:0 მოუგო. მეოთხე ტურის მატჩების შემდეგ Football Meets Data-მ საკუთარი სუპერკომპიუტერის განახლებული პროგნოზი გაგვიზიარა.

თბილისურ გუნდს საუკეთესო 8 გუნდს შორის მოხვედრის 0.1%-ზე დაბალი შანსი აქვს, ხოლო იმის ალბათობა, რომ „წითელი არწივები“ პლეიოფში გასვლას შეძლებენ, 25,8 პროცენტია.

Football Meets Data-ს სუპერკომპიუტერის მიხედვით, „იბერია 1999“ ჯგუფურ ეტაპზე 4 ქულას დააგროვებს და სატურნირო ცხრილში 31-ე პოზიციას დაიკავებს.

ტურნირის ფავორიტად „მონაკო“ ითვლება, ტოპ 8-ში მოხვედრის საუკეთესო შანსები აქვთ „ბრაიტონსა“ და „ტვენტეს“.

Football Meets Data-ს სუპერკომპიუტერის მიხედვით, ვახტანგ ჭანტურიშვილის „იაბლონეცი“ ლიგის ფაზას მე-17 ადგილზე, ლევან თანდილაშვილის „ეგნატია“ - მე-20 ადგილზე, საბა საზონოვის „ხეტაფე“ - 28-ე ადგილზე, ხოლო ანტონ თოლორდავას „კაუნასი“ – 35-ე ადგილზე დაასრულებს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „კარგია როცა რაღაცას გეგმავ და შედეგს იღებ“ - კორღალიძე მატჩის შემდეგ
    „კარგია როცა რაღაცას გეგმავ და შედეგს იღებ“ - კორღალიძე მატჩის შემდეგ