ვირუსული ინფექცია მოირჩინა | შესაძლოა, გულიაშვილმა ლევანტესთან ითამაშოს
კრისტალსპორტის ინფორმაციით, სანტანდერის რასინგის ქართველმა შემტევმა გიორგი გულიაშვილმა ვირუსული ინფექცია მოირჩინა და გუნდთან ერთადაა. შესაძლოა, დღეს ღამით ლევანტეს წინააღმდეგ ითამაშოს.
გუშინ რასინგის მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ალბერტო ლოპესმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გულიაშვილის თამაში ვირუსული ინფექციის გამო საეჭვო იყო, თუმცა დღეს მომჯობინა, ვალენსიაში გუნდთან ერთად გაემგზავრება.
„რასინგს“ 17 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მეშვიდე პოზიციაზეა. სანტანდერელებმა ბოლო ოთხი შეხვედრიდან სამი მოიგეს და ევროტურნირების ზონას ორი ქულით ჩამორჩებიან.
რაც შეეხება გულიაშვილს, ქართველმა ფეხბურთელმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში შვიდ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა ჯამში მოედანზე 90 წუთი გაატარა. ამას გარდა, გიორგიმ კოპა დელ რეიზე ერთი მატჩი ჩაატარა და „რიბადესელას“ წინააღმდეგ შეუცვლელად ითამაშა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს