თორნიკე შენგელია, დუდა სანაძე
Aa
Aa

„ეს ქართული სულია, თოკომ მატჩამდე ბებია დაკარგა“ | დუდა სანაძის კომენტარი

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა, დუდა სანაძემ, მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გამართა. სანაძემ საბერძნეთთან ოვერტაიმში მოგებულ შეხვედრასა და თორნიკე შენგელიაზე ილაპარაკა. როგორც დუდამ თქვა, საბერძნეთთან მატჩამდე თოკოს ბებია გარდაეცვალა.

„რა ვთქვა, არ ვიცი. სიგიჟე თამაში იყო. ყველამ ნახეთ, რაც მოხდა და მინდა, ჩემი თანაგუნდელები შევაქო. ჩვენი იდენტობაა, რომ არასდროს დავნებდეთ და ბოლომდე ვიბრძოლოთ. ოვერტაიმში ურთულეს ვითარებაში ვიყავით და ყველას ეგონა, რომ წავაგეთ, მაგრამ ჩვენ ასე არ ვფიქრობდით.

ყოველთვის გვჯერა, თავი სულ მაღლა გვაქვს აწეული და ბოლო სასტვენამდე ვთამაშობთ. ესპანეთთანაც ასე იყო, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლეთ. ეს ქართული სული და ქართული იდენტობაა. ბოლომდე ერთმანეთის გვერდით ვიდექით და მიზანს მივაღწიეთ.

მინდა, მომენტი გამოვიყენო და ჩვენს კაპიტანზე, თორნიკე შენგელიაზე, ვისაუბრო. თოკო ბევრ რაღაცას აკეთებს, რაზეც არავინ ლაპარაკობს და მინდა, მე ვთქვა. გუშინ ურთულესი შეხვედრა ჰქონდა, აქეთ გამოფრინდა და დაახლოებით ღამის სამზე ჩამოვიდა. გზაში მისი ბებია გარდაიცვალა და ეს ამბავი გაიგო. მიუხედავად ამისა, პარკეტზე გავიდა და სული და გული დატოვა.

ყოველთვის საქართველოს ნაკრებისთვის ვთამაშობ, მაგრამ დღეს თოკოსთვის ვთამაშობდი. ამ მატჩის მოგება თოკოს გამო მინდოდა და მადლობა ღმერთს, რომ ეს მოხდა“.

შეგახსენებთ, რომ შენგელიამ მატჩი 25 ქულით, 11 მოხსნითა და 5 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. თოკომ პარკეტზე 43 წუთი და 48 წამი გაატარა. საქართველოს ნაკრებში საუკეთესო მარკის რიდი იყო, რომელსაც 30 ქულა ჰქონდა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ისტორიული 3 ქულა - იბერია 1999-მა ხეტაფე დაამარცხა
    ისტორიული 3 ქულა - იბერია 1999-მა ხეტაფე დაამარცხა