კიდევ ერთი დანაკლისი - ბერძნებს კიდევ ერთი ლიდერი არ ეყოლება
Aa
Aa

კიდევ ერთი დანაკლისი - ბერძნებს კიდევ ერთი ლიდერი არ ეყოლება

როგორც მოგეხსენებათ, სულ მალე საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველო და საბერძნეთი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

ეს მატჩი ორივე ნაკრებისთვის კოლოსალურად მნიშვნელოვანია. ბოლო დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბერძნებს გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ნიკ კალატესი დააკლდებათ.

დღეს კი ცნობილი გახდა, რომ საბერძნეთის ნაკრებში კიდევ ერთი პრობლემაა. საქართველოს და ესპანეთის წინააღმდეგ კიდევ ერთი კარგი კალათბურთელი იანულის ლარენცაკისი ვერ ითამაშებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მას მუხლის ტრავმა აქვს და მიზეზი სწორედ ეს გახლავთ.

Giannoulis Larentzakis has been ruled out of Greece’s upcoming games against Georgia and Spain due to a knee issue❌ #greece #aekbc #olympiacosbc #paobc https://t.co/e9hSD4TTCN

— hoopsforthought.gr (@hoopsfthoughtgr) November 24, 2026

შეგახსენებთ, რომ ჯგუფში სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია. საქართველოს ნაკრები 13 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფება, ხოლო საბერძნეთს 12 ქულა აქვს. ამავე რაოდენობის ქულები აქვს პორტუგალიასაც.

საბერძნეთისა და საქართველოს დაპირისპირება მეტწილად გადაწყვეტს, თუ რომელი ნაკრები გავა მსოფლიო ჩემპიონატზე. გამარჯვების შემთხვევაში ჯიკიჩის გუნდი სასურველი მიზნის მისაღწევად დიდ ნაბიჯს გადადგამს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები