გიორგი შერმადინი
Aa
Aa

შერმადინის სუსტი მატჩი - ტენერიფემ ბარსელონას მოუგო

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის რეგულარული გათამაშების მეცხრე ტურში „ლაგუნა ტენერიფემ“ საკუთარ დარბაზში გათამაშების ერთ-ერთი გრანდი „ბარსელონა“ 12-ქულიანი სხვაობით, 94:82 დაამარცხა. სამწუხაროდ, გამარჯვებაში გიორგი შერმადინს ისეთი წვლილი არ შეუტანია, როგორც მისი კალიბრის კალათბურთელს შეეფერება, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კანარის კუნძულების კლუბის 37 წლის ქართველმა ლეგიონერმა შედარებით მცირე სათამაშო დრო მიიღო, რაც მის სტატისტიკურ მაჩვენებლებშიც აისახა.

შერმადინმა თამაში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, თუმცა პარკეტზე მხოლოდ 13 წუთი გაატარა და მატჩი 2 ქულითა და 5 მოხსნით დაასრულა. გიორგიმ ორივე საჯარიმო ზუსტად შეასრულა, საშუალო დისტანციიდან კი ერთხელაც არ უსვრია, ხუთივე მოხსნა თავდასხმაში მიითვალა და ოთხი პერსონალური ჯარიმა მიიღო. შერმადინის თანაგუნდელებს შორის საუკეთესო კაილ გაი გახლდათ, რომლის ანგარიშზეც 28 წუთში 26 ქულა და რვიდან რვა ორქულიანია.

ცნობისათვის, ცხრა ტურის შემდეგ შვიდი მოგებითა და ორი წაგებით „ლაგუნა ტენერიფე“ ესპანეთის ლიგა ენდესას სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა. მომდევნო მატჩს გიორგი შერმადინი და მისი თანაგუნდელები ისევ ესპანეთის ჩემპიონატში, 5 დეკემბერს, სტუმრად „ლეიდასთან“ გამართავენ, რომელიც თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ყოველ ჯერზე ანადგურებენ | დონჩიჩი მამუკელაშვილის ცუდმა თამაშმა გააბრაზა
    ყოველ ჯერზე ანადგურებენ | დონჩიჩი მამუკელაშვილის ცუდმა თამაშმა გააბრაზა