„ჩემი აზრით, ეს ბრძოლა ალექსანდრემ მოიგო“ - მერაბ დვალიშვილის შეფასება
UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ექსჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა ნინა დრამას სტრიმის ეთერში ალექსანდრე თოფურიას და სანტიაგო ლუნას ბრძოლა შეაფასა.
„ჩემი აზრით, თოფურიამ მოიგო ეს ბრძოლა. ვფიქრობ, ძალიან თანაბარი ბრძოლა იყო. ალექსანდრე კარგი მოჭიდავეა. ვისურვებდი, რომ დღეს მეტი ეჭიდავა“.
ცნობისთვის, კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე UFC-ის ღონისძიებაზე სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ქართველი მებრძოლი, ალექსანდრე თოფურია მექსიკელ სანტიაგო ლუნასთან მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით დამარცხდა.
სამი რაუნდის განმავლობაში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა და შესაბამისად, ისევე როგორც „ელ კონკისტადორის“ წინა ორ ბრძოლაში, ამჯერადაც საქმე მსაჯთა გადაწყვეტილებამდე მივიდა - ერთმა მსაჯმა გამარჯვება თოფურიას მიაკუთვნა (29:28), ორმა კი სანტიაგო ლუნას - 29:28 და 30:27.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს