ბათუმელთა დრამატული გამარჯვება - ჭიაბრიშვილის გუნდმა მატჩის გადარჩენა შეძლო
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 33-ე ტურის დასკვნით მატჩში „რუსთავი“ ბათუმის „დინამოს“ ესტუმრა. „იბერიას“ გამარჯვების შემდეგ როგორც ბათუმელებს, ისე რუსთაველებს 3 ქულა სჭირდებოდათ და გულშემატკივრებმაც ისეთი დაძაბული მატჩი იხილეს.
ანგარიში 55-ე წუთზე „რუსთავმა“ გახსნა - ლუკა პარკაძემ შორეული დარტყმით „დინამოს“ კარი აიღო, ბათუმელებმა კი მატჩის შეტრიალება შეძლეს: მე-80 წუთზე ნიკა კალანდარიშვილმა პენალტი გამოიყენა და ანგარიში გაათანაბრა, 90+2-ე წუთზე კი უერდი მარამ გამარჯვების გოლი გაიტანა.
ამ დროისთვის სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილი ასე გამოიყურება: იბერია 1999 – 63 ქულა, დინამო ბათუმი - 62 ქულა, დინამო თბილისი - 59 ქულა, რუსთავი - 56 ქულა. აღსანიშნავია ისიც, რომ იბერია 1999-ს ერთი მატჩით მეტი აქვს ჩატარებული.
მომდევნო ტურში თბილისის „დინამო“ „გაგრას“ ესტუმრება, „რუსთავი“ „მეშახტეს“ მიიღებს, ბათუმის „დინამო“ კი საკუთარ მოედანზე „დილას“ დაუპირისპირდება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს