ალექსანდრე თოფურია, სანტიაგო ლუნა
Aa
Aa

„პირველ რაუნდში მხარი დაიზიანა“ - MMAProsPick ალექსანდრე თოფურიაზე წერს

ალექსანდრე თოფურიამ სანტიაგო ლუნასთან ბრძოლის პირველ რაუნდში ტრავმა მიიღო, რის გამოც მთელი ძალით ბრძოლის გაგრძელება ვერ შეძლო. ამის შესახებ იტყობინება გვერდი MMAProsPick-ი, რომელიც შერეულ ორთაბრძოლებს აშუქებს.

„თოფურიამ პირველ რაუნდში მხარი დაიზიანა და მას შემდეგ მარცხენა ხელი ლუნასთვის აღარ დაურტყამს. გარდა ამისა, თოფურიამ ტრავმის გამო ვერც ჭიდაობა შეძლო.

ჩხუბის შემდეგ, ვიდრე ბრიუს ბაფერი გამარჯვებულს გამოაცხადებდა, ალექსანდრემ მის კუთხეში მყოფ ილია თოფურიას და გურამ ქუთათელაძეს ქართულად უთხრა, რომ პირველ რაუნდში მარცხენა ხელი დაიზიანა“.

ტრავმის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არც ალექსანდრეს ან მისი გუნდის რომელიმე წევრს არ დაუდასტურებია.

ცნობისთვის, კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე UFC-ის ღონისძიებაზე სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ქართველი მებრძოლი, ალექსანდრე თოფურია მექსიკელ სანტიაგო ლუნასთან მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით დამარცხდა.

სამი რაუნდის განმავლობაში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა და შესაბამისად, ისევე როგორც „ელ კონკისტადორის“ წინა ორ ბრძოლაში, ამჯერადაც საქმე მსაჯთა გადაწყვეტილებამდე მივიდა - ერთმა მსაჯმა გამარჯვება თოფურიას მიაკუთვნა (29:28), ორმა კი სანტიაგო ლუნას - 29:28 და 30:27.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ჩემი აზრით, ეს ბრძოლა ალექსანდრემ მოიგო“ - მერაბ დვალიშვილის შეფასება
    „ჩემი აზრით, ეს ბრძოლა ალექსანდრემ მოიგო“ - მერაბ დვალიშვილის შეფასება