გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

ფრე სევილიურ დერბიში - ქოჩორაშვილს ჯარიმის გატანა შეეძლო

ლა ლიგის მე-13 ტურში სევილიური დერბი შედგა, რომელშიც გიორგი ქოჩორაშვილის „სევილიამ“ საკუთარ მოედანზე „ბეტისს“ დაუპირისპირდა - მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

ანგარიში ისკოს პასით 50-ე წუთზე ანტონიმ გახსნა, 90+1 წუთზე კი კიკე სალასმა წონასწორობა აღადგინა, ვალესმა კი უხეში შეცდომა დაუშვა.

ქართველი ნახევარმცველი სათადარიგო იყო და თამაშში 59-ე წუთზე ჩაერთო. 74-ე წუთზე ქოჩორაშვილმა ჯარიმა შეასრულა, თუმცა „ბეტისის“ მეკარემ, ალვარო ვალესმა ბურთი კუთხურზე მოიგერია. Sofascore-მა ქართველი საყრდენი ნახევარმცველის თამაში 7.1 ქულით შეაფასა. ქოჩორაშვილის სტატისტიკა ასეთი იყო: 30 შეხება ბურთთან, 6-დან 1 ზუსტი ჩაწოდება, 16-დან 14 ზუსტი პასი (88%), 1 საკვანძო პასი, 1 დარტყმა და 6-დან 4 მოგებული ორთაბრძოლა.

13 ტურის შემდეგ „სევილიას“ 19 ქულა აქვს. მომდევნო ტურში ქოჩორაშვილის გუნდი „სოსიედადს“ ესტუმრება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    განსხვავებულ პოზიციაზე გაამართლა | გოჩოლეიშვილის კარგი თამაში და გამარჯვება
    განსხვავებულ პოზიციაზე გაამართლა | გოჩოლეიშვილის კარგი თამაში და გამარჯვება