იბერია 1999, გიორგი ჯინჯოლავა
Aa
Aa

ჯინჯილავა: მადლობა გულშემატკივრებს, მათ გარეშე დღეს ვერ მოვიგებდით

„იბერია 1999“-მა კონფერენს ლიგის მე-4 ტურში „ხეტაფეს“ 1:0 მოუგო და პირველი ქართული ისტორიული სამი ქულა მოიპოვა.

მატჩის შემდეგ, პრესკონფერენციაზე მთავარ მწვრთნელთან ერთად გუნდის კაპიტანი ჯემალ ჯინჯოლავაც იმყოფებოდა, რომელმაც განვლილი შეხვედრა შეაფასა.

„მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა დავიწყო მადლობით, მინდა ვუთხრა თითოეულ გულშემატკივარს მადლობა, ვინც დღეს მოვიდა ამ სიცივეში და მთელი გულით გვიქომაგა. ამან გამოიღო შედეგი და მჯერა, რომ დიდი ალბათობით გულშემატკივარი რომ არ მოსულიყო დღეს, ამ თამაშს ჩვენ ვერ მოვიგებდით. ასე რომ, მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც დღეს მოვიდა.

რაც შეეხება მატჩს, საკმაოდ, რა თქმა უნდა, დადებითად შევაფასებ, იმიტომ, რომ ისტორიული გამარჯვება იყო ნამდვილად და ძალიან დიდი ნაბიჯი გადავდგით იმ დიდი მიზნისკენ, რასაც ჰქვია კონფერენს ლიგის ჯგუფიდან გასვლა.

თამაში ხარისხობრივად ვთვლი, რომ საკმაოდ კარგი იყო. როგორც ტაქტიკურად, ისე ხარისხობრივად და ფიზიკურად. ვთვლი, რომ ყველა ასპექტში ყველამ, თითოეულმა ფეხბურთელმა მაქსიმუმი გაიღო და ამან შედეგი გამოიღო.“

მე-5 ტურის მატჩს „იბერია 1999“ კვლავ საკუთარ კედლებში გამართავს. 10 დეკემბერს თბილისში სერბული „ცრვენა ზვეზდა“ ჩამოვა. მატჩი ჩვენი დროით 21:45-ზე დაიწყება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები