მისი თამაში საეჭვოა | რასინგის მწვრთნელმა გულიაშვილზე ისაუბრა
გიორგი გულიაშვილის „რასინგს“ მომდევნო შეხვედრა 27 ნოემბერს ელის. სანტანდერელები ვალენსიაში ჩავლენ და „ლევანტეს“ დაუპირისპირდებიან. ესპანური პრესის ინფორმაციით, ამ მატჩში ქართველი თავდამსხმელის თამაში საეჭვოა, რაც „რასინგის“ მთავარმა მწვრთნელმა დაადასტურა.
ხოსე ალბერტო ლოპესმა პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა: „გიორგი გულიაშვილს ვირუსული ინფექცია აქვს და ხვალინდელ შეხვედრაში მისი თამაში საეჭვოა. ვნახოთ, დღეს მისი მდგომარეობა როგორი იქნება. ვალენსიაში ხვალ გავემგზავრებით და ვნახოთ, რა მოხდება“.
„რასინგს“ 17 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მეშვიდე პოზიციას იკავებს. სანტანდერელებმა ბოლო ოთხი შეხვედრიდან სამი მოიგეს და ევროტურნირების ზონას ორი ქულით ჩამორჩებიან.
რაც შეეხება გულიაშვილს, ქართველ ფეხბურთელს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 7 შეხვედრა აქვს ჩატარებული, თუმცა ჯამში მოედანზე 90 წუთი გაატარა. გიორგიმ კოპა დელ რეიზე ერთი მატჩი გამართა და „რიბადესელას“ წინააღმდეგ შეუცვლელად იასპარეზა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს