გეგუჩაძე: ჯერ არაფერი გადაწყვეტილა, ფლორენციაში ვიბრძოლებთ
Aa
Aa

გეგუჩაძე: ჯერ არაფერი გადაწყვეტილა, ფლორენციაში ვიბრძოლებთ

„დინამო არენაზე“ უეფას ახალგაზრდული ლიგის (U19) მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩი გაიმართა, სადაც თბილისის „დინამომ“ „ფიორენტინას“ უმასპინძლა და ფრედ 1:1 ითამაშა.

მატჩის შემდეგ, „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა ვასილ გეგუჩაძემ განვლილი შეხვედრა შეაფასა.

„პირველ ტაიმში შეიძლება არ ჩანდა, მაგრამ სივრცეებს ხსნიდა და მაქედან შეიქმნა მომენტები, რომ კაცი გამოჰყავდა, ხაზებს შორის იხსნებოდა მეორე ფეხბურთელი და რაღაც უპირატესობები შეგვიქმნეს. მაქედან გამომდინარე, ცოტა საყრდენების მოქმედებები არ გამოგვივიდა, ასე რომ ვთქვათ, მაგრამ მეორე ტაიმში გამოვასწორეთ და, რაც ყველაზე მთავარია, ირწმუნეს, რომ შეუძლიათ თამაში - გამოვიდნენ, იბრძოლეს და ყველაფერი გააკეთეს, რომ აქედან სამი ქულით არ გაგვეშვა „ფიორენტინა“.

წინ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არაფერი არ არის გადაწყვეტილი. საბრძოლველად გავალთ, რომ ვითამაშოთ ფლორენციაში.“

ყველაფერი 9 დეკემბერს ფლორენციაში გაირკვევა. გამარჯვებული ახალგაზრდულ ლიგის ფაზაზე ითამაშებს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები