რაჰიმ სტერლინგი
Aa
Aa

1-წლიანი პირობითი - სტერლინგი პატიმრობას გადაურჩა

რაჰიმ სტერლინგს პატიმრობას გადაურჩა, რაც აზოტის ქვეჟანგის ბუშტიდან ჩასუნთქვის ფონზე სახიფათო მართვაში დანაშაული აღიარა.

ინგლისის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ბესინგსტოკის მაგისტრატულმა სასამართლომ 12-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა სასჯელის აღსრულება 18 თვით გადაუვადა. 31 წლის ფეხბურთელს სასჯელის სახით ასევე დაეკისრა 100 საათის განმავლობაში საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის შესრულება და ავტომობილის მართვა ორი წლით აეკრძალა. ინციდენტი 28 მაისს, დილის პიკის საათებში მოხდა.

საქმე ეხებოდა სტერლინგის არასტაბილურ მართვას — ის „ლამბორგინი ურუსით“ რამდენიმე გზაზე, მათ შორის M25-ზე, M3-ზე, A327-სა და სურეის საგრაფოში, მინლის გზაზე გადაადგილდებოდა, სანამ ავტომობილი საბოლოოდ ლითონის ჭიშკარს არ შეეჯახა.

ფეხბურთელმა აღიარა, რომ უკანონო ჩასუნთქვის მიზნით ექვსი კაფსულა აზოტის ქვეჟანგს ფლობდა, რომელიც C კლასის ნარკოტიკულ ნივთიერებად არის კლასიფიცირებული. მან ასევე აღიარა ბიოლოგიური ნიმუშის ჩაბარებაზე უარი.

მოწმეებმა, რომლებმაც პოლიციას დილის 7:45-დან 8:52 საათამდე პერიოდში დაუკავშირდნენ, სტერლინგის იმ დილის სახიფათო მართვის შესახებ ისაუბრეს.

კრისტოფერ ჯენინგსმა პოლიციაში 999-ზე დილის 7:49 საათზე დარეკა მას შემდეგ, რაც M25-ზე შავ სპორტულ ავტომობილს გვერდით გაუსწორდა. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ ფიონა ჯენინგსმა „ლამბორგინი“ M3-ის სამხრეთ მიმართულებაზე შენიშნა. მისი თქმით, ავტომობილი „საშინლად“ მოძრაობდა და „ზოლიდან ზოლში გადადიოდა“.

„მას ნამდვილად ჰქონდა საფუძვლიანი შიში, რომ მძღოლს შეიძლებოდა ვინმე მოეკლა“, — განაცხადა ჯონსმა.

როდესაც ქალმა ავტომობილისკენ გაიხედა, თავდაპირველად იფიქრა, რომ უსაფრთხოების ბალიში გაიხსნა, თუმცა შემდეგ აღმოაჩინა, რომ ეს იყო „დიდი, თეთრი, გაბერილი ბუშტი, რომლის ყელიც მძღოლს პირში ჰქონდა მოქცეული“.

სამეფო პროკურატურის მიერ წარმოდგენილ ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ იცვლის შავი „ლამბორგინი“ რამდენჯერმე მოძრაობის ზოლს, შემდეგ კი გზის მარჯვენა მხარეს არსებულ ბეტონის დამცავ ბარიერს ეჯახება. ამის მიუხედავად, ავტომობილი გზაზე მოძრაობას აგრძელებს.

სტერლინგი M3-დან მეოთხე ა კვანძთან გადავიდა და A327-ის გავლით წრიული მარშრუტი გაიარა, რის შემდეგაც ერთ-ერთ წრიულ გზაჯვარედინთან კონტროლი დაკარგა. ავტომობილი გზიდან გადავიდა და, როგორც სასამართლო სხდომაზე ითქვა, საგზაო ნიშანს ან ლითონის ჭიშკარს შეეჯახა. „ლამბორგინიმ“ მნიშვნელოვანი დაზიანება მიიღო, მათ შორის დაზიანდა ოთხივე ბორბალი.

პოლიციელები ადგილზე დილის 9:15 საათზე მივიდნენ და სტერლინგი დაზიანებულ ავტომობილში მჯდომარე მდგომარეობაში დახვდათ. პოლიციის სამხრე კამერით გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ფეხბურთელს კალთაში აზოტის ქვეჟანგის ორი კაფსულა ედო. ერთ-ერთმა ოფიცერმა მას მიმართა: „შეგიძლია, ეგ დადო, მეგობარო“.

სტერლინგის ბესინგსტოკის პოლიციის საგამოძიებო ცენტრში გადაყვანის შემდეგ მან დაკავებულთა განყოფილების თანამშრომლებს უთხრა, რომ „აზოტის ქვეჟანგთან პრობლემა ჰქონდა“, — განაცხადა ჯონსმა. ფეხბურთელი ასევე დაეთანხმა პოლიციელების მიერ ჩატარებულ შემოწმებას, რომლის მიზანიც მისი მდგომარეობის შეფასება იყო.

თუმცა, როდესაც მას სისხლის ნიმუშის ჩაბარება სთხოვეს, სტერლინგმა გადაწყვეტილების მიღებამდე იურისტთან კონსულტაცია მოითხოვა. პროცედურაზე პასუხისმგებელმა პოლიციის სერჟანტმა დაასკვნა, რომ სტერლინგი „განზრახ არ იძლეოდა მკაფიო პასუხს“, — განუცხადეს სასამართლოს.

მოგვიანებით, ადვოკატის თანდასწრებით გამართულ დაკითხვაზე სტერლინგმა აღიარა, რომ ავტომობილის საჭესთან თავად იჯდა, თუმცა მართვის სტილთან დაკავშირებულ კითხვებზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

სტერლინგის ადვოკატმა, ჯეისონ ბარტფელდმა, აღიარა, რომ დანაშაული სიმძიმის „უმაღლეს კატეგორიას“ მიეკუთვნებოდა, რადგან სახიფათო მართვა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გრძელდებოდა და მძღოლის მდგომარეობა, მისი შეფასებით, ზოგიერთ მომენტში მნიშვნელოვნად იყო გაუარესებული. თუმცა ადვოკატი ამტკიცებდა, რომ ეს მდგომარეობა მთელი მგზავრობის განმავლობაში არ გაგრძელებულა და მხოლოდ მოკლე მონაკვეთებს მოიცავდა.

დაცვის მხარემ ასევე გააპროტესტა პროკურატურის შეფასება ავტომობილის დაზიანების შესახებ და მიიჩნია, რომ ის სერიოზულად დაზიანებულად არ უნდა ჩათვლილიყო. ბარტფელდმა სტერლინგის მიერ სისხლის ნიმუშის ჩაბარებაზე უარის საკითხიც წამოჭრა და აღნიშნა, რომ ეს შესაძლოა მოთხოვნასთან დაკავშირებული „გაუგებრობით“ იყო გამოწვეული და არა განზრახ უარით.

შემამსუბუქებელი გარემოებების მიუხედავად, სასამართლომ ფეხბურთელს პირობითი პატიმრობა, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა და ავტომობილის მართვის ხანგრძლივი აკრძალვა მიუსაჯა.

სტერლინგმა ინგლისის ნაკრებში 82 მატჩი ჩაატარა და 20 გოლი გაიტანა. მას საკლუბო კარიერაც გამორჩეული ჰქონდა „მანჩესტერ სიტიში“, რომელთან ერთადაც პრემიერლიგა, ლიგის თასი ხუთჯერ და ინგლისის თასი 2019 წელს მოიგო.

ამჟამად ფეხბურთელი უკლუბოდაა დარჩენილი, რადგან ნიდერლანდურ „ფეიენოორდთან“ მისი კონტრაქტი დასრულდა.

 

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „კვარას და დუეს ტრავმები? ჩვენი ძალა კოლექტიურ თამაშშია“ - ჰაკიმი
    „კვარას და დუეს ტრავმები? ჩვენი ძალა კოლექტიურ თამაშშია“ - ჰაკიმი