„ქუჩურ ჩხუბს წესები არ აქვს“ | პრატესი უსმანს მერაბზე თავდასხმის გამო არ ამტყუნებს
UFC-ის ქვესაშუალო წონითი დივიზიონის მებრძოლმა, კარლოს პრატესმა, არიელ ჰელვანის ინტერვიუ მისცა. ცნობილმა ჟურნალისტმა პრატესს აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტზე ჰკითხა, რომლის დროსაც უსმან ნურმაგომედოვი, თანმხლებ პირებთან ერთად, მერაბ დვალიშვილს თავს უკნიდან დაესხა.
„როგორც ვიცი, მერაბს დაღესტნელ მოჭიდავესთან ინციდენტი მოუვიდა და სილა გააწნა. უსმანის გამტყუნება რთულია, რადგან ქუჩურ ჩხუბზე ვსაუბრობთ. ქუჩურ ჩხუბს წესები არ აქვს. მაგალითად, ჩემს მწვრთნელს რომ ეჩხუბოთ და სცემოთ, რამდენიმე თვის შემდეგ კი აშშ-ში, UFC-ის ღონისძიებაზე ან რამე მსგავს სიტუაციაში მე და ჩემი მეგობრები შეგხვდეთ, რა თქმა უნდა, ფიზიკურად გაგისწორდებით და, ალბათ, ჩემი მეგობრებიც დამეხმარებიან.
ქუჩურ ჩხუბზეა საუბარი. სცემეთ ადამიანი, რომლის მიმართაც სიმპათია მაქვს, და პასუხი უნდა მიიღოთ. პირადად მე ასეთ რაღაცას არასდროს ვაკეთებ, თუმცა ქუჩური ჩხუბი ქუჩური ჩხუბია და მას არანაირი წესი არ აქვს“.
შეგახსენებთ, რომ აბუ-დაბიში მომხდარი ინციდენტის შემდეგ უსმანი და მისი თანმხლები პირები დააპატიმრეს. თავდაპირველად მათ 6-თვიანი პატიმრობა შეუფარდეს, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ ვერდიქტი შეიცვალა და ისინი გაათავისუფლეს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს