სტერლინგი: მისი არსენალი მწირია - ვოლკანოვსკი ვალეხოსს გაკვეთილს ჩაუტარებს
ალჯამეინ სტერლინგი, რომელიც გასულ უქმეებზე კატარში გამართულ ტურნირზე პოტენციურ საპრეტენდენტო ორთაბრძოლაში კევინ ვალეხოსთან დამარცხდა, არ ფიქრობს, რომ არგენტინელი UFC-ის ქვემსუბუქი წონის მოქმედ ჩემპიონს, ალექსანდრ ვოლკანოვსკის სერიოზულ კონკურენციას გაუწევს.
„ვფიქრობ, ვოლკანოვსკი ვალეხოსს გაკვეთილს ჩაუტარებს. და ამას ყოველგვარი ბოროტი განზრახვის გარეშე ვამბობ. მისი არსენალი მწირია და უბრალოდ ვერ ვხედავ მის ისეთ უნარებს, რომლებსაც ვოლკანოვსკისთვის პრობლემების შექმნა შეუძლია“,
- განაცხადა ამერიკელმა არიელ ჰელვანისთან ინტერვიუში.
ამასთან, სტერლინგი დარწმუნებულია, რომ ბრძოლა მოიგო და ვერ ხვდება, რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელეს მსაჯებმა, რომლებმაც გამარჯვება მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ვალეხოსს მიანიჭეს.
„ეს მართლაც ძალიან თანაბარი ბრძოლა იყო. ვფიქრობ, პირველი და მეორე რაუნდები მოვიგე, თუმცა ვისურვებდი, მსაჯებს თავიანთი გადაწყვეტილება აეხსნათ. კარგი იქნებოდა დარბაზში იმის გააზრებით დაბრუნება, თუ რა უნდა შევცვალო ჩემს მუშაობაში. შეიძლება მესამე რაუნდი ვალეხოსს მივცეთ, ამასთან შეგუებისთვის მზად ვარ. მაგრამ პირველ რაუნდში მისი სეკუნდანტები ისე ხმამაღლა ყვიროდნენ, მაშინაც კი, როცა ის საერთოდ ვერ მახვედრებდა“,
- განმარტა სტერლინგმა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს