ჰარი კეინი, ჟოზე მოურინიო, დეზირე დუე
Aa
Aa

„ყველაფერი ფულზეა დამოკიდებული“ - მოურინიო კეინისა და დუეს ტრავმებზე

„რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ „ბაიერნის“ თავდამსხმელის, ჰარი კეინისა და „პსჟ-ს“ გარემარბის დეზირე დუეს ტრავმებზე ისაუბრა.

კეინი წვივის იოგების გაწყვეტის გამო სამ თვეს გამოტოვებს, დუე კი მუხლის ჯვარედინი მყესის ტრავმის გამო მომდევნო სეზონამდე მოედანზე ვერ გავა.

„ვფიქრობ, რადგან ფულის გამომუშავება გვინდა, ბევრი უნდა ვიმუშაოთ და რისკზეც წავიდეთ. ასეთია ცხოვრება. თუ რომელიმე ფეხბურთელს მატჩების დიდი რაოდენობის გამო გაფიცვის გამოცხადება სურს, შეგვიძლია მას 50%-ით ნაკლები ხელფასი შევთავაზოთ. ფინანსურ ფაქტორს უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

ჩვენ უნდა შევეგუოთ, უნდა მოვითმინოთ. გვიწევს ახალ, რთულ სიტუაციასთან ადაპტირება. დღეს კლუბს ვწვრთნი, ხვალ კი შეიძლება ნაკრები ჩავიბარო. კლუბების მწვრთნელები ფიქრობენ: რა საჭიროა ამდენი სანაკრებო მატჩი, რა საჭიროა ეს მგზავრობები, ვის სჭირდება ეს ერთა ლიგა? მაგრამ ეროვნული გუნდების მწვრთნელებისთვის ის უკიდურესად მნიშვნელოვანია, ისევე როგორც ფედერაციების ფინანსური მდგომარეობისთვის.

ეს ინტერესთა კონფლიქტია, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერი ფულამდე დადის (იცინის). თუმცა, ჩემთვის რომ შემოეთავაზებინათ მხოლოდ სამ დღეში ერთხელ თამაში, ეს უკეთესი იქნებოდა“,

- განაცხადა მოურინიომ.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები