ლუკა დონჩიჩი, სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

„ლეიკერსი ჩემპიონი ვერ გახდება“ | სტივენ ეი სმიტს შავკანიანმა მოთამაშეებმა მადლობა გადაუხადეს

სანდრო მამუკელაშვილის „ლოს ანჯელეს ლეიკერსს“ „სან ანტონიო სპურსთან“ ერთად NBA-ში საუკეთესო შედეგი აქვს. ქართველი კალათბურთელის გუნდმა 18 შეხვედრიდან 15 მოიგო და დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს.

„ლეიკერსის“ ბრწყინვალე სტარტის მიუხედავად ცნობილ ჟურნალისტს, სტივენ ეი სმიტს, არ სჯერა, რომ ლოს ანჯელესელებს ჩემპიონობის შანსი აქვთ. ESPN-ის ჟურნალისტმა საკუთარი მოსაზრება საჯაროდ დააფიქსირა და არგუმენტად „ლეიკერსის“ წამყვანი კალათბურთელების კანის ფერი მოიყვანა.

სტივენ ეი სმიტს არასდროს უნახავს, NBA-ის ჩემპიონი გამხდარიყო გუნდი, რომლის ტოპ სამი კალათბურთელიც თეთრკანიანია. ეს არასდროს მომხდარა და ვითარება არც ამ სეზონში შეიცვლება.

როგორც აღმოჩნდა, ESPN-ის ჟურნალისტის განცხადება NBA-ის ბევრ შავკანიან კალათბურთელს მოეწონა. ამაზე თავად სტივენ ეი სმიტმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას შავკანიანი მოთამაშეები დაუკავშირდნენ და მადლობა გადაუხადეს.

„ამას პირველად ვამბობ. იცით, NBA-ის რამდენი შავკანიანი კალათბურთელი დამიკავშირდა და მადლობა გადამიხადა იმის გამო, რაც ვთქვი? თვითონ ასეთ განცხადებას ვერ აკეთებენ.

მესმის, რომ „ლეიკერსს“ ჩემპიონობის შანსი აქვს, თუმცა ველოდები თუ არა, რომ ისინი ბეჭდებს მოიგებენ? არა! რასაც ვამბობ, ისაა, რომ შოკოლადის შერევაა საჭირო. ჯეი ჯეი რედიკი შესანიშნავი მწვრთნელია, ლუკა დონჩიჩი სუპერვარსკვლავია, ოსტინ რივზი კარგი კალათბურთელია, უოკერ კესლერი ცუდი მოთამაშე არაა, თუმცა აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციას რომ ვუყურებ, ვხვდები, რომ თუ ამ სამი კალათბურთელის იმედად ხარ, არ მგონია, 7-მატჩიანი სერია და ჩემპიონობა მოიგო. მათ ფინიშის ხაზთან ძმები ელოდებიან“.

ცნობისთვის, NBA-ის მიერ გამოქვეყნებულ ბოლო რეიტინგში ჩემპიონობის ფავორიტად „სან ანტონიო სპურსი“ მოიაზრება. „ლეიკერსი“ მეორე პოზიციას იკავებს. მის შემდეგ კი „ფილადელფია სევენთი სიქსერს

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ძალიან რთულ მეტოქეს ვეთამაშებით, მაგრამ...“ - ჯიკიჩის და კალათბურთელების კომენტარები
    „ძალიან რთულ მეტოქეს ვეთამაშებით, მაგრამ...“ - ჯიკიჩის და კალათბურთელების კომენტარები