სამგურალი, ქუთაისის ტორპედო
Aa
Aa

ანდრიჩის გოლი - ტორპედომ სტუმრად სამგურალს მოუგო

Crystalbet ეროვნული ლიგის მორიგ ტურში ქუთაისის „ტორპედო“ წყალტუბოს „სამგურალს“ ესტუმრა და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა.

მთელი 90 წუთის განმავლობაში წვიმის გამო ორივე გუნდის ფეხბურთელებს რთულ პირობებში უწევდათ თამაში და ერთადერთი გოლი 70-ე წუთზე ქუთაისელთა საუკეთესო ბომბარდირმა, კომნენ ანდრიჩმა გაიტანა - 14 გოლით სერბი ფორვარდი ბომბარდირთა დავის ერთპიროვნული ლიდერია.

„ტორპედოს“ 34 ტურის შემდეგ 47 ქულა აქვს, „სამგურალს“ კი 39 ქულა. დღეს „რუსთავი“ „მეშახტეს“ უმასპინძლებს, ხვალ კი ტური ბათუმის „დინამოსა“ და „დილას“ მატჩით დაიხურება.

საჩემპიონო ბრძოლაში კვლავ „იბერია 1999“ ლიდერობს (63 ქულა). თბილისის „დინამოს“ 62 ქულა აქვს - ისევე როგორც ბათუმის „დინამოს“, თუმცა ამ უკანასკნელს ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და ხვალ „დილასთან“ გამარჯვების შემთხვევაში პირველ პოზიციაზე გადაინაცვლებს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ვაწაძის გამარჯვების გოლი - თბილისის დინამომ გაგრა დაამარცხა
    ვაწაძის გამარჯვების გოლი - თბილისის დინამომ გაგრა დაამარცხა