ჯამალ მუსიალა
Aa
Aa

„რეაბილიტაციის პროცესში სრული მხარდაჭერა ექნება“ - ბაიერნის განცხადება მუსიალაზე

მიუნხენის „ბაიერნი“ ჯამალ მუსიალასთა დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ რეაბილიტაციის პროცესში ფეხბურთელს კლუბის მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.

რა წერია განცხადებაში:

გუშინ, სამშაბათს, მიუნხენის „ბაიერნმა“ ჯამალ მუსიალას მენეჯმენტთან კონსტრუქციული შეხვედრა გამართა. ფეხბურთელის ჯანმრთელობა ორივე მხარისთვის უმთავრესი პრიორიტეტია და რეაბილიტაციის პროცესში ჯამალ მუსიალას სრული მხარდაჭერა ექნება.

ბოლო დღეებში გავრცელებული არაერთი ჭორის ფონზე, მიუნხენის „ბაიერნსა“ და სააგენტო 11WINS-ს, რომელიც ჯამალ მუსიალას ინტერესებს წარმოადგენს, სურთ შემდეგი განმარტება გააკეთონ:

ჯამალ მუსიალას პირველი სამედიცინო გამოკვლევა აბსანსის (ხანმოკლე გონების დაკარგვის) მსგავსი სიმპტომების გამო 2025 წლის 22 აპრილს ჩაუტარდა. აღნიშნული გამოკვლევა მიუნხენის „ბაიერნთან“ და კლუბის სამედიცინო შტაბთან კონსულტაციით, ნევროლოგიური სიმპტომების პირველივე გამოვლენისთანავე შედგა. მიუნხენის „ბაიერნი“ და ჯამალ მუსიალას მენეჯმენტი შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკებებს პარტნიორობისა და კონფიდენციალურობის პრინციპების დაცვით გააგრძელებენ.

2026 წლის აგვისტოში ჯამალ მუსიალას ნევროლოგიური დისფუნქცია დაუდგინდა, რომელიც იწვევს ე.წ. აბსანსებს (გონების რამდენიმეწამიან გათიშვას/დაბინდვას). სამედიცინო თვალსაზრისით, აბსანსები ეპილეფსიის ერთ-ერთი ფორმაა. დაავადების გამოვლენის შემდეგ, გერმანულ მედიაში აქტიურად იწერება, რომ „ბაიერნი“ ფეხბურთელთან ხელშეკრულების შეწყვეტას აპირებს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    სერგენ იალჩინი - ფეხბურთელი, რომელსაც შეეძლო ლეგენდა გამხდარიყო
    სერგენ იალჩინი - ფეხბურთელი, რომელსაც შეეძლო ლეგენდა გამხდარიყო