“იამალი GTA 6-ის გამო არ არის აქ?“ - ჟურნალისტმა დე იონგი გააცინა
ჩემპიონთა ლიგის ფაზის მორიგ ტურში ბარსელონა საბაჰს დაუპირისპირდება. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჰანსი ფლიკთან ერთად ფრენკი დე იონგიც წარსდგა.
პრესკონფერენცია სრულდებოდა, როცა ადგილობრივმა ჟურნალისტმა ნიდერლანდელ ნახევარმცველს პროვოკაციული კითხვა დაუსვა.
ჟურნალისტი:
„ლამინ იამალი აქ იმის გამო არ არის, რომ GTA 6-ს თამაშობს?”
ამ კითხვაზე, დე იონგს გაეცინა და პრესკონფერენციის დარბაზი ღიმილით დატოვა. ის ამ პროვოკაციას არ აყვა.
შეგახსენებთ, რომ ლამინ იამალს მიკრო ტრავმა აქვს და საბაჰთან მატჩს ამ მიზეზით ტოვებს. ბარსელონას და საბაჰის დაპირისპირება 25 ნოემბრით თარიღდება.
ვიდეო - ანა რესულიძე(GeoGoalWise)
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს