ჰარი კეინი, ერიკ მაქსიმ ჩუპო-მოტინგი, მიუნხენის ბაიერნი
Aa
Aa

ჩუპო-მოტინგი ბაიერნში? - კამერნულს კეინის შემცვლელად მოიაზრებენ

როგორც მოგეხსენებათ, ჰარი კეინმა ტრავმა მიიღო და ბაიერნს 3 თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება.

Sky Germany-ის ინფორმაციით, მიუნხენის „ბაიერნის“ ხელმძღვანელობაში ერიკ მაქსიმ ჩუპო-მოტინგის კანდიდატურა განიხილეს.

კამერუნელი თავდამსხმელი წლის ბოლოს თავისუფალი აგენტი გახდება და მზად არის, სეზონის ბოლომდე ექვსთვიანი კონტრაქტი გააფორმოს.

მიუხედავად იმისა, რომ ჰარი კეინი, სავარაუდოდ, დაახლოებით სამ თვეში სრულად გამოჯანმრთელდება, 37 წლის ჩუპო-მოტინგი სათადარიგოთა სკამზე ყოფნაზეც თანახმაა.

ტელეარხის წყაროების ცნობით, თავდამსხმელი კარგ ფიზიკურ ფორმაშია და ბავარიულ გრანდს დაუყოვნებლივ დახმარებისთვის მზადყოფნას უცხადებს.

ამ ეტაპზე „ბაიერნის“ ხელმძღვანელობას კამერუნელ ფეხბურთელთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია და რამდენიმე შესაძლო ვარიანტს განიხილავს.

ჩუპო-მოტინგის სასარგებლოდ კი ის გარემოება მეტყველებს, რომ მას „ბაიერნში“ უკვე უთამაშია — გერმანულ გრანდში ის 2020-დან 2024 წლამდე ოთხი სეზონის განმავლობაში გამოდიოდა.

ამ პერიოდში მან ყველა ტურნირზე 122 მატჩი ჩაატარა, 38 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „დამაჯერებელი იყო“ - გერმანული პრესა ლოჩოშვილის ბაიერნთან თამაშზე
    „დამაჯერებელი იყო“ - გერმანული პრესა ლოჩოშვილის ბაიერნთან თამაშზე