კევინ დურანტი
Aa
Aa

დურანტი 33 000 ქულას გასცდა - წინ კობი ბრაიანტია

„ჰიუსტონ როკეტსის“ ფორვარდი კევინ დურანტი გახდა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში მეხუთე კალათბურთელი, რომელმაც რეგულარულ ჩემპიონატებში 33 000-ქულიანი ზღვარი გადალახა.

38 წლის კალათბურთელმა ეს „ფინიქსთან“ მატჩის მეორე მეოთხედში შეძლო, „ჰიუსტონმა“ კი მატჩი 116:104 მოიგო.

დურანტზე წინ ლებრონ ჯეიმსი, კარიმ აბდულ-ჯაბარი, კარლ მელოუნი და კობი ბრაიანტი არიან. დურანტმა „ფინიქსთან“ შეხვედრა 20 ქულითა და 10 მოხსნით დაასრულა. ახლა მის ანგარიშზე 33 006 ქულაა, მეოთხე ადგილზე მყოფ ბრაიანტს კი 33 643 ქულა აქვს.

მანამდე დურანტმა შაკილ ონილს თამაშიდან ჩაგდებული ბურთების რაოდენობით გაუსწრო და ყველა დროის რეიტინგში მეშვიდე პოზიციაზე გადაინაცვლა. თავის მე-20 სეზონში დურანტი საშუალოდ 21,6 ქულას, 5,4 მოხსნას, 3,8 შედეგიან გადაცემას აგროვებს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ლეიკერსი ჩემპიონი ვერ გახდება“ | სტივენ ეი სმიტს შავკანიანმა მოთამაშეებმა მადლობა გადაუხადეს
    „ლეიკერსი ჩემპიონი ვერ გახდება“ | სტივენ ეი სმიტს შავკანიანმა მოთამაშეებმა მადლობა გადაუხადეს