თორნიკე შენგელია, დუბაი
Aa
Aa

შენგელიას 2 ქულა - დუბაი პარტიზანთან დამარცხდა

ევროლიგის მორიგ ტურში დუბაიმ პარტიზან მოცარტს უმასპინძლა და 71:84 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ მასპინძლები სამი მეოთხედის განმავლობაში იგებდნენ, თუმცა ბოლო მეოთხედში 9:26 დამარცხდნენ, რამაც საბოლოო ანგარიშზე უდიდესი გავლენა იქონია.

სუსტი მატჩი ჰქონდა თორნიკე შენგელიას, რომელმაც პარკეტზე 22 წუთი და 22 წამი დაყო.

ამ პერიოდის განმავლობაში, საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა 2 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.

მატჩის მიმდინარეობისას, შენგელიამ მხოლოდ ერთხელ ისროლა 3-ქულიანი და ააცილა. ორი 2-ქულიანიდან 1 ჩააგდო. 4 მოხსნიდან 3 საკუთარ ფარზე შეასრულა, ერთი მეტოქის. ჯამში კი 2 პერსონალური ფოლი მიიღო.

ამ წაგების შემდეგ, დუბაი ევროლიგის სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზე იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელია ახლა საბერძნეთში გაემგზავრება და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შეუერთდება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები