გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

კიდევ ერთი მეკარე ლივერპულის რადარზე | რა დაიწერა ფრანგულ პრესაში

„ლივერპულს“ კიდევ ერთი მეკარე დაუკავშირეს. ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემამ, L’Equipe-მა, „წითლების“ გეგმების შესახებ სტატია გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მერსისაიდელთა რადარზე „ლანსის“ გოლკიპერი, რობინ რისე, იმყოფება. გ

ამოცემის მიხედვით, „ლივერპულის“ ხელმძღვანელებს რისეს კანდიდატურაზე შიდა საუბარი ჰქონდათ. „წითლები“ საბოლოო გადაწყვეტილებისგან ჯერ შორს არიან, თუმცა რისეს მიმართ გამოჩენილი ინტერესი კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ მერსისაიდელები გიორგი მამარდაშვილს გრძელვადიანი პროექტის ნაწილად არ მოიაზრებენ.

„ლანსის“ ფეხბურთელს რამდენიმე მსურველი ჰყავს. „ლივერპულის“ გარდა რისეს საკუთარ რიგებში ხილვა „ბაიერნს“, „ინტერს“, „პარი სენ-ჟერმენსა“ და „მანჩესტერ სიტის“ სურთ. „ლანსი“ რისეს გაშვებას არ აპირებს და მოსალოდნელია, რომ მის სანაცვლოდ ძალიან დიდ თანხას მოითხოვს.

ცნობისთვის, რისე 21 წლისაა და „ლანსთან“ კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 30 მილიონი ევროა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „სასტარტო შემადგენლობას ეგრევე გააძლიერებს“ | ნოტინგემს მამარდაშვილი ურჩიეს
    „სასტარტო შემადგენლობას ეგრევე გააძლიერებს“ | ნოტინგემს მამარდაშვილი ურჩიეს